სხვა ერაყი
არაბულ ბაღდადთან ურთიერთობა სულ უფრო უარესდებოდა; მიზეზი, რა თქმა უნდა, ნავთობიდან მიღებული შემოსავალის განაწილება იყო


სხვა ერაყი
არაბულ ბაღდადთან ურთიერთობა სულ უფრო უარესდებოდა; მიზეზი, რა თქმა უნდა, ნავთობიდან მიღებული შემოსავალის განაწილება იყო
2003 წელს ჰუსეინის ტირანია დაემხო. ერაყულ ქურთისტანსაც საშუალება მიეცა, საკუთარი მთაგორიანი მიწა თავად ემართა. ერაყის ტერიტორიაზე ნახევრად-ავტონომიური ქვეყანა დააარსეს. ნავთობით მდიდარ რეგიონში შემოსული ინვესტიციების წყალობით კი, სწრაფი ცვლილებები დაიწყო. აქაურებს მომავლის იმედი გაუჩნდათ. სულაიმანიაში ცათამბჯენები აღიმართა და „ქურთისტანის პარიზად“ იქცა. დედაქალაქ ირბილში სავაჭრო ცენტრები და იტალიური სანაყინეები გაიხსნა, ძვირადღირებულ ავტომობილთა გამოფენები მოეწყო, უნივერსიტეტები აშენდა. საყოველთაო ჯანდაცვის მსგავსი პროგრამაც შემუშავდა. ბიზნეს-მარკეტოლოგებმა ასეთი სლოგანიც კი მოიგონეს: „ქურთისტანი – სხვა ერაყი“. ერაყის არაბულ ნაწილში ძალადობისა და გაჭირვების წლები იდგა, ქურთები კი „ოქროს ათწლეულით“ ტკბებობდნენ – შიშისგან თავისუფალი, დაპირებებითა და იმედებით აღსავსე ეპოქა.
მაგრამ, გამოჩნდა ISIS-ი… შავი ბანერებით, მკვლელობით, ნგრევით, გაუპატიურებითა და წამებით, მრისხანე და უმოწყალო ღმერთით. ყველაფერ ამას საშინაო პრობლემებიც დაერთო. პოლიტიკური პარტიები, 1990-იან წლებში სასტიკ სამოქალაქო ომში რომ იყვნენ ჩაბმულნი, ახლა ფულს ვერ იყოფდნენ. არაბულ ბაღდადთან ურთიერთობა სულ უფრო უარესდებოდა; მიზეზი, რა თქმა უნდა, ნავთობიდან მიღებული შემოსავალის განაწილება იყო. ქურთების სტაბილურობის „ოქროს ათწლეული“ საფთხეშია…
სრული ვერსია წაიკითხეთ მარტის ნომერში.