ვინ:
ფოტოგრაფი კალიფორნიიდან, რომელიც ფოკუსირდება კოსმოსსა და ტექნოლოგიებზე
სად:
ჰეტ-კრიკი, კალიფორნია
რა:
Phase One XF-ის კამერა
50 მმ-იანი ობიექტივით
ამბავი:
არამიწიერი სიცოცხლის ძიებაზე სტატიის მომზადებისას, ლოუელი „ალენის ტელესკოპის მასივს“ ეწვია ჩრდილოეთ კალიფორნიაში. ეს არის 42 სატელიტური თეფშის ერთობლიობა, რომლებიც ერთ ტელესკოპს ქმნის და სხვადასხვა სიხშირეზე აკვირდება ცის ფართო უბნებს, რათა შესაძლო სიგნალი დაიჭიროს შორეულ ეგზოპლანეტებზე ტექნიკურად მაღალგანვითარებული სიცოცხლის ფორმებისგან. ლოუელის ამ კადრში ტექნიკოსი ერთ-ერთ ინსტრუმენტს არეგულირებს. როგორც თავად ამბობს, კაცს მხოლოდ ფეხები უჩანდა და იფიქრებდი, თითქოს ისიც „რაღაცას გამალებით ეძებდა“.
National Geographic-ს ინსტაგრამზე 457 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
შეუერთდით მათ: @natgeogeorgia, @natgeo, @natgeotravel, @natgeointhefield, @natgeoadventure, @natgeoyourshot,
@natgeotv, @natgeowild, @natgeodocs.