
სრული მზერა რევოლუციისკენ
საკატეკასის ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი შეტაკება იყო მექსიკის რევოლუციის დროს. 7000-მდე ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დაიჭრა
ოპტომეტრისტის მაღაზიის აბრაზე გამოსახული თვალები გამადიდებელი შუშიდან იმზირებიან. საკატეკასის (მექსიკა) ქუჩის ეს ფოტო 1914 წელს არის გადაღებული. ამბოხებულთა ლიდერის, პანჩო ვილას ძალებმა პრეზიდენტ ვიქტორიანო უერტას ფედერალურ ჯარს ეს-ესაა მნიშვნელოვანი სარკინიგზო ქალაქი წაართვეს. საკატეკასის ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი შეტაკება იყო მექსიკის რევოლუციის დროს. 7000-მდე ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დაიჭრა.
ეს ფოტო, სავარაუდოდ, შეიძინეს (თუმცა არ დაბეჭდილა) მექსიკის შესახებ სტატიისთვის, რომელიც National Geographic-ის 1916 წლის ივლისის ნომერში გამოქვეყნდა. მამაკაცი, რომელსაც კუბო მიაქვს (ცენტრში), ალბათ ამ ფოტოსა და ომის კავშირის ერთადერთი ნიშანია. ფოტოს უკანა მხარეზე წარწერაა, რომელიც გვატყობინებს, რომ ეს სურათი ერთ დროს „ომის ამსახველ პირველ ფოტოებს შორის იყო“.