ვინ:
ფოტოგრაფი, რომელიც აშუქებს გოგონების ჩაგვრას. სინკლერი ასევე უძღვება არაკომერციულ ორგანიზაციას სახელად Too Young to Wed (ინგ. „დასაქორწინებლად ზედმეტად ახალგაზრდა“), რომელიც გენდერული ნიშნით ძალადობას ებრძვის.
სად:
კასტურბა განდის გოგონების სკოლა ბიჰარში, ინდოეთი
რა:
Canon 5DS R კამერა და 24-105მმ ლინზა
ამბავი:
სინკლერი, გენდერული ნიშნით ძალადობისა და ექსპლუატაციის წინააღმდეგ საქმიანობის ფარგლებში, 2016 წელს ეწვია სკოლას ბიჰარის შტატში, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსწავლე გოგონების კასტური სისტემისა და უთანასწორობის ბორკილებისგან გათავისუფლებას. სინკლერი სკოლის ოფისში რამდენიმე დღით დაბინავდა. იგი ფოტოებს უღებდა და თვალს ადევნებდა მათ ყოველდღიურობას და სწრაფვას თავდაჯერებულობისკენ, აკვირდებოდა, როგორ ეძებდნენ გოგონები თავიანთ იდენტობას. ზოგიერთმა სკოლადამთავრებულმა სწავლა კოლეჯში იმ იმედით გააგრძელა, რომ მომავალში ექიმისა თუ იურისტის პროფესიას დაეუფლება.
წარმოგიდგენთ ფოტოებს ჩვენი ინსტაგრამის გვერდებიდან. National Geographic-ი ყველაზე პოპულარული გვერდია ინსტაგრამზე, გამოგვყევით თქვენც: instagram.com/natgeogeorgia