2011 წელს, სანტკ-პეტერბურგში ცხოვრებისას, კომერის ყურადღება მოცეკვავე რუსების ჯგუფმა მიიქცია. მათ შორის ერთი ქალბატონი გამოირჩეოდა, მხიარულად ცეკვავდა საბჭოთა ეპოქის მუსიკაზე, რომელსაც სასულე ორკესტრი უკრავდა. „ვარდისფერი წინდები ეცვა და ოქროს კბილები ჰქონდა. საოცრად ენერგიული იყო”, – იხსენებს კომერი.