თანამედროვე ლინკოლნები
რა არის პატრიოტიზმი? ზოგიერთი გულმხურვალე მიმბაძველისთვის ეს არის პრეზიდენტ ლინკოლნის პატივისცემა.
თანამედროვე ლინკოლნები
რა არის პატრიოტიზმი? ზოგიერთი გულმხურვალე მიმბაძველისთვის ეს არის პრეზიდენტ ლინკოლნის პატივისცემა.
ჭეშმარიტი ამერიკული ღირებულებების თანამედროვეობაში გადმოსატანად ლინკოლნის მიმბაძველები წარსულით იმოსებიან.
რატომ ლინკოლნი? – ეს ის კითხვაა, რომელიც გრეტა პრეტმა კამერის წინ დაუსვა თავის მოდელებს. ამ კოსტიუმირებულმა მამაკაცებმა საკუთარი სიცოცხლის გარკვეული ნაწილი 150 წლის წინ გარდაცვლილ პრეზიდენტს მიუძღვნეს. გაირკვა, რომ მათი აზრით აბრაამ ლინკოლნი „ამერიკის ერთ-ერთი მთავარი დოქტრინის განსახიერებაა: შრომისმოყვარე და მიზანდასახულ უბრალო ადამიანს საზოგადოებრივი სტატუსის ამაღლება შეუძლია“. ლინკოლნის წარმომადგენელთა ასოციაციის შეკრებებზე პრეტი შეხვდა იმ ადამიანებს, რომლებიც სკოლებსა თუ ხანდაზმულთა ცენტრებში პრეზიდენტსა და პირველ ლედის განასახიერებდნენ. პრეტი მოდელებს სთხოვდა „გაეღვიძებინათ მათი შინაგანი ლინკოლნი“ და ისინიც შეეცადნენ ეჩვენებინათ „თავიანთი საუკეთესო მხარე – ლინკოლნი“. პრეტის თქმით, თითოეულ მათგანს ლინკოლნის როლში ყოფნა თავს რაღაც უფრო დიდის – ერის – ნაწილად აგრძნობინებს.

ფოტო: THE PICTURE ART COLLECTION/ALAMY STOCK PHOTO