
თავები და კუდები
თუ კუდის მოძრაობას შენელებული კადრით დააკვირდებით, ძაღლი კუდს ერთ ან მეორე მხარეს აქიცინებს
ძაღლი კუდის ქიცინით გამოხატავს ემოციებს. ახლა მეცნიერები კუდის გარკვეული მოძრაობების ახსნას შეუდგნენ. თუ კუდის მოძრაობას შენელებული კადრით დააკვირდებით, ძაღლი კუდს ერთ ან მეორე მხარეს აქიცინებს. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კუდის მარჯვნივ ქიცინი ნიშნავს, რომ ძაღლმა პატრონი ან მეგობარი ძაღლი დაინახა და აღელდა. მარცხენა მხარეს ქიცინი კი ნერვიულობაზე მიუთითებს. ტრენტოს უნივერსიტეტის ნევროლოგის, ჯორჯო ვალორტიგარას აზრით, ეს მოძრაობები შემეცნებითი ასიმეტრიის შედეგია, როდესაც ტვინის ერთი ნახევარსფერო სხეულის მეორე, საწინააღმდეგო მხარეს აკონტროლებს. ზოგიერთ ძაღლს, კუდის ზუსტ მოძრაობებზე დაკვირვებით, შეუძლია, სხვა ძაღლების განწყობა ამოიცნოს.