
თავით მონადირე
როგორ ახერხებს ვერტიკალურად მცურავი ზღვის ცხენი თავისი მსხვერპლის 90%-ს გაავლოს მუსრი?
უკბილო ზღვის ცხენთევზები მოუქნელები არიან. მათი ძირითადი საკვები, ციცქნა კიბოსნაირი, რომელსაც ნიჩაბფეხიანს უწოდებენ, წყლის მეტად მოუხელთებელი ბინადარია. როგორ ახერხებს ვერტიკალურად მცურავი ზღვის ცხენი თავისი მსხვერპლის 90%-ს გაავლოს მუსრი? „ეს უნარი მის თავშია“, – ამბობს საზღვაო ბიოლოგი, ბრედ ჯემელი. მან მაღალსიჩქარიანი ციფრული კამერითა და ლაზერული მიკროსკოპით აღმოაჩინა, რომ ზღვის ცხენთევზა წყლის დინების ფლუქტუაციის გარეშე, დინგის დახმარებით უახლოვდება მსხვერპლს. ნიჩაბფეხიანები კი ვერ ხედავენ და გაქცევის სიგნალს მხოლოდ დინების რყევით იღებენ. „ეს დაუნდობელი მტაცებლები გაქცევის დიდოსტატი კიბოსნაირებით არხეინად ნადიმობენ“, – ამბობს ჯემელი.