თხელ ყინულზე
ზაფხულობით თეთრი ყინულის ადგილს ოკეანის მუქი წყალი იკავებს, რომელიც მეტ მზის სინათლეს შთანთქავს


თხელ ყინულზე
ზაფხულობით თეთრი ყინულის ადგილს ოკეანის მუქი წყალი იკავებს, რომელიც მეტ მზის სინათლეს შთანთქავს
არქტიკა გალღვა! გასულ საუკუნეში ტემპერატურამ, საშუალოდ, 3 გრადუსით მოიმატა. დღეს ოკეანის ბევრად ნაკლები ტერიტორიაა ყინულით დაფარული. ყინულის სისქეც თხელდება და ის სეზონურ ყინულს უფრო ჰგავს, ვიდრე იმ სქელ ფირფიტებს, ძველად რომ დაცურავდნენ. ზაფხულობით თეთრი ყინულის ადგილს ოკეანის მუქი წყალი იკავებს, რომელიც მეტ მზის სინათლეს შთანთქავს. შედეგად, წყლისა და ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო იზრდება და დნობის პროცესიც ჩქარდება. პროგნოზი: 2040 წლის ზაფხულისთვის ჩვენ უკვე შევძლებთ ჩრდილოეთ პოლუსამდე ღია ზღვით გავცუროთ!
არქტიკული ზღვის ყინული მზის სხივებს ირეკლავს, უკან გასტყორცნის და პლანეტას აგრილებს. ასე რომ, ამ ყინულის დნობა გარდაუვლად იმოქმედებს პლანეტის კლიმატზე. ჯერჯერობით, ზუსტი სცენარი მაინც ბუნდოვანია. აუცილებელია, ზღვის ყინულზე მეტი და უკეთესი მონაცემების მოპოვება. ეს არის კვლევითი ხომალდის, „ლენსის“ მგზავრების მისია. რადგან არქტიკაში სამეცნიერო კვლევები ძირითადად ზაფხულში ტარდება, ის ინტენსიური ცვლილებები, რომლებსაც არქტიკა ზამთრიდან ზაფხულამდე პერიოდში განიცდის, თითქმის შეუსწავლელია. მეცნიერებს გადაწყვეტილი აქვთ ყინულს მთელი სეზონის განმავლობაში დააკვირდნენ: ზამთარში – მის ფორმირებას, ზაფხულში კი, დნობას…
სრული ვერსია წაიკითხეთ იანვრის ნომერში.