
ტრევორ ბეკ ფროსტი
ჩვენი ფოტოგრაფებისგან

ოცელოტის ბოკვრის, კეანუს ეს პორტრეტი ჩვენს ინსტაგრამის გვერდზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. კეანუ პერუში ველური ცხოველების არალეგალური ვაჭრობისგან იხსნეს. პერუს ამაზონიაში არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში ეკოლოგებმა სამანთა ცვიკერმა და ჰარი ტერნერმა პატარა ოცელოტი ველურ ბუნებაში გასაშვებად მოამზადეს. ერთ დღეს კეანუს ფეხზე, სავარაუდოდ, კაიმანის ან სხვა ოცელოტის მიერ მიყენებული ჭრილობა აღმოაჩნდა. ცვიკერმა ჭრილობა გაუსუფთავა და დაუმუშავა. გამოჯანმრთელებიდან ერთ თვეში ოცელოტი ველურ ბუნებაში დაბრუნდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.
წარმოგიდგენთ ფოტოებს ჩვენი ინსტაგრამის გვერდებიდან. National Geographic-ი ყველაზე პოპულარული გვერდია ინსტაგრამზე, გამოგვყევით თქვენც: instagram.com/natgeogeorgia