„აღმოჩენით გამოწვეული თავდაპირველი სიხარული ჩააცხრო იმის გაცნობიერებამ, რომ ეს მღვიმე მხოლოდ კლიმატის ცვლილების გამო არსებობს“.
გლაციოლოგი დაგ ბენი გამოდის უზარმაზარი მღვიმიდან, რომელიც ნეპალში მდებარე ქუმბუს მყინვარშია გამოჭრილი. ის მაშინ წარმოიქმნა, როდესაც ტემპერატურის ზრდის გამო მყინვარის ზედაპირზე არსებულ ტბაში წყლის დონემ აიწია და ყინულის ნაპრალებში შეაღწია.