
უდაბნოს რგოლები
ბუდის ზემოთ მცენარეების არარსებობა ნიადაგში ინახავს წყალს, რასაც მწერები მოიხმარენ
სამხრეთ აფრიკის უდაბნოებში ამ რგოლების (ბალახის მარყუჟები) არსებობას ზებუნებრივ ძალებს მიაწერენ. ახალი კვლევის ავტორმა, ეკოლოგმა ნორბერტ იუერგენსმა 2000 რგოლი შეისწავლა და მათ ქვეშ ქვიშაში მცხოვრები ტერმიტების სახეობა – Psammotermes allocerus აღმოაჩინა. „ტერმიტები აზიანებენ ბალახის ფესვებს, რაც წრეების შიგნით მოშიშვლებულ ადგილებს აჩენს“, – ამბობს იუერგენსი. ტერმიტების დაპროექტებული ეკოსისტემა სასარგებლოა. ბუდის ზემოთ მცენარეების არარსებობა ნიადაგში ინახავს წყალს, რასაც მწერები მოიხმარენ. როდესაც ბალახი წყალს მოიძიებს, ახალი რგოლები წარმოიქმნება. ნიადაგის ტენიანობასა და ბალახს უდაბნოს გამოცოცხლება შეუძლია, რის შედეგადაც უდაბნო ჭიანჭველების, ფუტკრებისა და ზოგიერთი ძუძუმწოვრის თავშესაფარი ხდება.