უძველესი ჩვეულება, სამომავლო იმედი
ჰავაი
მკვიდრ ჰავაიელთა ხელახლა აღმოჩენილი მიწის მართვის მდგრადი მოდელი.
ასწლეულების განმავლობაში ჰავაის არქიპელაგის კუნძულები დაყოფილი იყო თვითკმარ კომუნებად, სახელად აჰუპუაა. კოლექტიური მართვის მეშვეობით ისინი უზრუნველყოფდნენ მოსახლეობას საკვებით, სამშენებლო მასალით და აკმაყოფილებდნენ მათ საბაზისო თუ კულტურულ საჭიროებებს. თუმცა ეს წარმატებული სისტემა XX საუკუნეში მოიშალა და ჩანაცვლდა მიწის კერძო მფლობელობის დასავლური წესით, რასაც თან დაერთო პლანტაციური მეურნეობის ზრდა.
ახლა, ცვალებადი კლიმატის და შემცირებული რესურსების პირისპირ მყოფი ჰავაიელები ცდილობენ ეს ძირძველი ჩვეულება ზოგიერთ კუნძულზე გააცოცხლონ. კუნძულ კაუაიზე მეტწილად ჯერ კიდევ მოქმედებს აჰუპუაა. იქაური მკვიდრი ოჯახის შთამომავალი ლეი ვანი ფიქრობს, რომ თანამედროვე საშუალებების და უძველესი სისტემების შერწყმა დაეხმარება მის თემს, აჰუპუააში შეინარჩუნოს „ისეთივე ჯანსაღი გარემო, როგორც ამას ჩვენი წინაპრები ახერხებდნენ“.

