უხილავი იერიში ტვინზე
აფეთქების ძლიერი ხმა გავიგე და მკერდში დარტყმაც ვიგრძენი. ეს დარტყმა აფეთქების დამახასიათებელი ნიშანია


უხილავი იერიში ტვინზე
აფეთქების ძლიერი ხმა გავიგე და მკერდში დარტყმაც ვიგრძენი. ეს დარტყმა აფეთქების დამახასიათებელი ნიშანია
ამფეთქებელთა რაზმთან ერთად ყურებში თითებგარჭობილი ვიცდიდი ბუნკერში. გარეთ, ცეცხლგამძლე რკინისკარიანი ერთოთახიანი შენობის ფანერის კედელზე „ნაღმი 52“ საიმედოდ იყო დამაგრებული. ნაღმს ექვსმეტრიანი მოყვითალო-მომწვანო სადეტონაციო ზონარი იყო გამობმული. ხუთიდან ერთამდე დაითვალეს. აფეთქების ძლიერი ხმა გავიგე და მკერდში დარტყმაც ვიგრძენი. ეს დარტყმა აფეთქების დამახასიათებელი ნიშანია. „თქვენ ამ დარტყმას მყისიერად გრძნობთ და სწრაფად გეშვებათ, – მითხრა რაზმის ერთმა წევრმა, – მე კი ისეთ აფეთქებებს შევსწრებივარ, რომლისგანაც ასობით და ათასობით მეტრით ვყოფილვარ დაშორებული, და მაინც, ჯერ კიდევ ვგრძნობ იმ დარტყმების ძალას“.
დარტყმითი ზემოქმედების საიდუმლოს ამოხსნის სურვილმა მეორე მსოფლიო ომისდროინდელ დაბომბვების ზონასთან (დენვერიდან დაახლოებით 65 კილომეტრი სამხრეთ-აღმოსავლეთით) მიმიყვანა. 1940-იანი წლების დასაწყისში ამ ადგილს ნახევარტონიანი ბომბების გამოსაცდელად იყენებდნენ. ახლა მისი დანიშნულება იმ სპეციფიკური აფეთქებების შესწავლაა…
სრული ვერსია წაიკითხეთ თებერვლის ნომერში.