ცვილი, საღებავი, ნამდვილი თმა, ხელოვნური თვალის კაკლები. ამ ნაწილებით მადამ ტიუსოს მუზეუმში ცნობილი ადამიანების ორეულები იქმნება. მუზეუმის სტუდიის მენეჯერი, მეტ ჰილშორსტი და კიდევ ოთხი ხელოვანი 200 ექსპონატს უვლიან. მათ შორისაა ალბერტ აინშტაინის, არიანა გრანდეს და პირველი ცვილის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ფიგურები. ხელოვანები ზრუნავენ, რომ ფიგურები ყოველთვის მზადყოფნაში იყოს დამთვალიერებელთან შესახვედრად.
1. მარი ტიუსო
დამფუძნებელი, რომელმაც ცვილის ფიგურების გამოფენა 1835 წელს, ლონდონში გახსნა.
2. საღებავები და პალიტრა
კანის ფერი სკიპიდარის და ზეთის საღებავის შერევით მიიღება.
3. ფუნჯები
ფიგურების მოსახატად სხვადასხვა ზომის ფუნჯებს იყენებენ.
4. სავარცხლები
ვარცხნილობას რეგულარულად აახლებენ სავარცხლების, თმის სახვევების და თმის უთოების მეშვეობით. თუ საჭიროა, ცალკეული თმის ღერებს ხელახლა ამაგრებენ.
5. კბილები და თვალები
ორეულის შექმნისას ცნობილ ადამიანებს თავისი სხეულის ზომების, თვალის ფერის და სტომატოლოგიური ცნობების დაზუსტება უწევთ.
6. ძაფი
თუ ფიგურის ტანისამოსი დაზიანდა, მას იქვე, სამკერვალო სივრცეში შეაკეთებენ.
7. ხის ხელსაწყოები
ამ ინსტრუმენტებით ცვილს ფორმას უცვლიან ან ზედაპირს უსწორებენ.
8. დამდნარი ცვილი
ქვაბში გაცხელებული ცვილი მსხვილი ნაწილების შესაკეთებლად გამოიყენება.
9. ცვილის ბლოკები
დამატებითი ცვილი სარემონტო სამუშაოებისთვის ინახება.
10. ცხელი დანა
ეს ხელსაწყო ცვილის ბლოკების გასაჭრელად ან ფიგურების ფორმის შესაცვლელად გამოიყენება.