ვაება მთაში
ეს აისფოლი მსოფლიოში ყველაზე სახიფათო დასალაშქრ მონაკვეთადაა მიჩნეული


ვაება მთაში
ეს აისფოლი მსოფლიოში ყველაზე სახიფათო დასალაშქრ მონაკვეთადაა მიჩნეული
მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის ისტორიაში უმძიმესი თარიღი: 18 აპრილი. ღამის 3 საათი. სოფელ კჰუმჯუნგის მკვიდრი, სახეგარუჯული ნიმა ჩჰირინგი მთისკენ გაეშურა. ზურგზე 29 კგ-იანი გაზის ბალონი ეკიდა. ქვემოთ ევერესტის საბაზო ბანაკის დროებითი სოფელი მოეწყოთ. სიმაღლე – 5270 მეტრი; ჰაერი – გამჭვირვალე; კარვებში საერთაშორისო ექსპედიციის 40 წევრს ეძინა. ჩჰირინგის ზემოთ კი თავზე მიმაგრებული ფარნების მბჟუტავი სინათლის ხაზი კრთოდა. კჰუმბუს აისფოლში (ნაპრალოვანი და ყინულის სწრაფი ნაკადებით გამორჩეული მყინვარის მონაკვეთი) 200-ზე მეტი შერპა და სხვა ნეპალელი დაქირავებული მთამსვლელი ჩამწკრივებულიყო.
ეს აისფოლი მსოფლიოში ყველაზე სახიფათო დასალაშქრ მონაკვეთადაა მიჩნეული. ევერესტის დასავლეთ ფერდობსა და ნუპცზეს მწვერვალს (7861 მეტრი) შორის, რომელიც საბაზო ბანაკს დაჰყურებს, სერაკების (ყინულის სვეტი), ნაპრალებისა და უსწორმასწორო ყინულის ციცაბო, მუდმივად მოძრავი ლაბირინთი 600 მეტრის სიღრმეზე ეშვება ხეობაში.
დილით ნიმა ჩჰირინგი სხვებთან ერთად კიდევ უფრო ადრიანად აუყვა აისფოლს. მხარზე ტვირთი გაედოთ: თოკი, თოვლის ნიჩაბი, ანკერი (ყინულზე თოკის დასაფიქსირებელი სამაგრი) და სხვა აღჭურვილობა. ევერესტის 8850-მეტრიან მწვერვალზე ასასვლელად უსაფრთხოების თოკების გაბმა მთელ ამ მარშრუტზე დასჭირდებოდათ…
სრული ვერსია წაიკითხეთ ნოემბრის ნომერში.