
„ვარსკვლავური გზის“ ნამდვილი მეცნიერება
13 ფილმის, 6 ტელესერიალის, თამაშებისა და წიგნების წყალობით, სამეცნიერო ფანტასტიკა ყოველგვარ საზღვრებს გასცდა
„ვარსკვლავური გზა“ 50 წლის წინ გამოჩნდა ეკრანებზე. 13 ფილმის, 6 ტელესერიალის, თამაშებისა და წიგნების წყალობით, სამეცნიერო ფანტასტიკა ყოველგვარ საზღვრებს გასცდა.
„წარმატების საიდუმლო ნამდვილი მეცნიერებაა“, ამბობს ახალი ასტრონომიული წიგნის ავტორი ენდრიუ ფაზეკასი. „სხვა სამეცნიერო ფანტასტიკისგან განსხვავებით, ვარსკვლავური გზა მეცნიერულ დაშვებებზეა აგებული“ და ამასთან, სათავგადასავლო სულს არ კარგავს.
კაროლინ პორკოს, კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის პლანეტარული მეცნიერისა და 2009 წელს გამოსული ფილმის მრჩევლის თქმით, „ვარსკვლავური გზა” ოპტიმიზმით გვავსებს – „ეს ფილმი ჩვენივე თავის ოქროს უტოპიური ხედვა და იმის იმედია, რომ დედამიწის მიღმაც არსებობს მომავალი“.