
ვეშაპების დარაჯი
დე ვოსმა გამოავლინა, რომ ვეშაპები საკვებით მდიდარი ზონებისკენ არ მიგრირებენ, ასევე, რომ ზოგ ინდივიდს საზღვაო მარშრუტებზე მოძრავი გემები ეჯახება
დე ვოსმა რომ შრი-ლანკური ლურჯი ვეშაპის კვლევა დაიწყო, მაშინ მათ კონსერვაციაზე არავინ ფიქრობდა. დღეს მის კამპანიებს ათასობით მხარდამჭერი ჰყავს – მთავრობის ჩათვლით.
დე ვოსმა გამოავლინა, რომ ვეშაპები საკვებით მდიდარი ზონებისკენ არ მიგრირებენ, ასევე, რომ ზოგ ინდივიდს საზღვაო მარშრუტებზე მოძრავი გემები ეჯახება.
შემდგომში დე ვოსმა მედიის ყურადღებაც მიიპყრო და მთავრობაც დაარწმუნა ჩარევის აუცილებლობაში. წელს მან Oceanswell – პირველი ორგანიზაცია დააფუძნა შრი-ლანკაში, რომლის მიზანია ზღვის ველური ბუნების კვლევა და შესწავლა.