ვეშაპის სეზონი
ალასკის მკვიდრი მოსახლეობა – ინუპიატები ყინულზე კვირების განმავლობაში ჩერდებიან მომიგრირე ვეშაპების მოლოდინში

ვეშაპის სეზონი
ალასკის მკვიდრი მოსახლეობა – ინუპიატები ყინულზე კვირების განმავლობაში ჩერდებიან მომიგრირე ვეშაპების მოლოდინში
ნადირობის ათასწლიანი ტრადიცია დღემდე გრძელდება და ჩრდილოეთ ალასკის მოსახლეებს აერთიანებს.
ალასკის ჩრდილოეთ ნაპირზე ინუპიატების კულტურა ვეშაპებზეა კონცენტრირებული. ყოველ გაზაფხულზე კაცები და ქალები ტუვაქზე – წყლისპირა ყინულზე – კვირების განმავლობაში არიან კანადის არქტიკისაკენ მომიგრირე გრენლანდიური ვეშაპების მოლოდინში. ვეშაპის დანახვისას ჯგუფს ნავი შეჰყავს წყალში. როგორც წესი, მათ ვეშაპისთვის ჰარპუნის მორტყმის მხოლოდ ერთი შანსი აქვთ. თუ ნადირობა წარმატებული გამოდგა, სოფელში ყველა მიიღებს ხორცის ნაწილს.
უმიაკში, ანუ ტყავის ნავში მსხდომი მცირე ჯგუფი ვეშაპს მისდევს.
ერთი მოკლული არქტიკული ვეშაპი შეიძლება ათასობით კილო საკვებს უდრიდეს. ნინიტი – ხორცისა და ქონის საერთო წილი – თანაბარ პორციებად იყოფა იმისათვის, რომ ყველამ ერთნაირად იხეიროს წარმატებული ნადირობიდან. „მთავარი მიზანი, რაც შეიძლება გქონდეს, ვეშაპებზე მონადირე კაპიტნობაა“, ამბობს ფოტოგრაფი კილიი იუიანი. „კაპიტნები მთელ თემზე ზრუნავენ“.
თომას უილიამ კინგოსაკს ვეშაპებზე ნადირობისას ყოველთვის თან დააქვს თოფი თეთრი დათვებისგან თავის დასაცავად. თეთრი დათვები მონადირეების ბანაკებს საკვების ძებნისას ხშირად სტუმრობენ.
გრენლანდიური ვეშაპები ადაპტირებული არიან ექსტრემალურად ცივ წყალთან. ყოველწლიური მიგრაციისას ისინი ამტვრევენ ნახევარი მეტრის სისქის ყინულს ჰაერის ჩასასუნთქად.

ამ კულტურული ფენომენის საუკუნეების მანძილზე არსებობამ ფოტოგრაფ კილიი იუიანზე დიდი შთაბეჭდილება მოხდინა. იუიანი თავადაც მკვიდრი თემიდანაა, ჰეჟეს მონადირეთა და მეთევზეთა შთამომავალი. იუიანის თქმით, ისტორიებს, რომლებშიც მკვიდრი მოსახლეობა დაკნინებულად ან გაღატაკებულადაა ნაჩვენები, სიღრმე აკლია: „მათთან ერთად უნდა იყოთ, რომ მათი მთელი იმედი და სიხარული დაინახოთ“. იუიანმა 5 წლის განმავლობაში ათი თვე დაჰყო უტკიაგვიკში (ადრე ცნობილი როგორც ბაროუ) ინუპიატებთან. იგი ჯგუფთან ერთად იცდიდა ყინულზე და ვეშაპებს ელოდა. მისი თქმით, „ვეშაპების მოახლოება შესამჩნევია. ისინი წყალქვეშ მღერიან. მიუზიკლივითაა“.