
ვირტუალურად უკვდავი
ეს მხარე თითქმის უნალექოა. ზაფხულის მუსონების დროს წვიმა მოულოდნელად მოდის და ქვიშიან ნიადაგში ჩაედინება
სტატიის ავტორი ჯორჯ ჯონსონი სტატიაში გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებიც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით საფრთხის წინაშე მდგარი შედევრების სამგანზომილებიანი გამოსახულებების უკვდავყოფას ცდილობენ.
ამჯერად ისინი, გლაზგოელი არქეოლოგი ლინ უილსონი, ციფრული დოკუმენტირებისა და ვიზუალიზაციის ცენტრის თანამშრომლებიდა ოკლენდში, (კალიფორნია) დაფუძნებული CyArk-ი (არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც უნიკალური ძეგლების სკანირებაზე მუშაობს) ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე უნიკალური ძეგლის ზუსტი გამოსახულების შექმნას ცდილობენ. ესაა რანი კი ვავი, დედოფლის საფეხურებიანი ჭა.
ეს მხარე თითქმის უნალექოა. ზაფხულის მუსონების დროს წვიმა მოულოდნელად მოდის და ქვიშიან ნიადაგში ჩაედინება. საუკუნეების წინ წყლის მოსაპოვებლად ხალხი მიწას თხრიდა და შემდეგ ამ მიწისქვეშა წყაროებამდე მისასვლელ ქვის კიბეებს აშენებდა. მოგვიანებით, უბრალო ქვის კიბე ხუროთმოძღვრების დიდებულ ნიმუშად იქცა.
რანი კი ვავი XI საუკუნის ბოლოს დედოფალმა უდაიამატიმ გარდაცვლილი მეფის ხსოვნის პატივსაცემად, გუჯარათში, მდინარე სარასვატისთან ახლოს ააგო. მას იშვიათად იყენებდნენ და 1300 წლისთვის სეზონურმა დატბორვამ ჭა შლამით ამოავსო. 1960 წლიდან ინდოეთის არქეოლოგიურმა სამმართველომ მისი გაწმენდა დაიწყო. ქვიშაში ჩამარხულმა სანახაობამ ყველა გააოგნა.
სრული ვერსია წაიკითხეთ დეკემბრის ნომერში.