ნიდერლანდური დეველოპერული კომპანიის ენაწყლიანი გაყიდვების აგენტი, ფრანკ ბერენსი კლიმატის ცვლილებაში მოგებას ხედავს და არა ზარალს. 6,5-მეტრიან კატერს ძრავი გაუთიშა. ახლა ჩვენ ნელა მივუყვებით დინებას ჩრდილოეთ მაიამიში, კერძო საკუთრებაში არსებული ტბის, მაულეს მღვრიე წყალში.
მაინცდამაინც სამოთხეს არ ჰგავს აქაურობა.
ფლორიდის სხვა მრავალი ტბის მსგავსად, თავიდან ესეც ქვის კარიერი იყო. გავიდა წლები და ის ნავებით რბოლის ასპარეზად და ლამანტინების საცურაო აუზად იქცა. 60-იან წლებში ტელესერიალი „ფლიპერი“ აქ გადაიღეს. ბოლო დროს ორმა დეველოპერმა ტბის ნაწილის ამოვსება სცადა, საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად. ბერენსი პოპულარიზაციას უწევს 29 კერძო, ხელოვნურ კუნძულს. ოთხსაძინებლიანი ვილა, ქვიშიანი პლაჟი, აუზი, პალმები და 25-მეტრიანი იახტის ნავმისადგომი – ეს ყველაფერი 12,5 მილიონი დოლარი ღირს.
ეს ტბა ბერენსის ფირმა „დაჩ-დოკლენდსმა“ შეიძინა. მყიდველების მოსაზიდად სარეკლამო კამპანიის მთავარი გზავნილი კი ასეთია: კლიმატის ცვლილების დროს, კუნძული მდიდარი ადამიანის თავშესაფარია…
სრული ვერსია წაიკითხეთ მაისის ნომერში.