
ყველაფერი კინოას შესახებ
დღეს აშშ-ში კინოას იმპორტი 32 მილიონ კილოგრამს აღემატება
კინოა სულ უფრო პოპულარული ხდება. ნაცარქათამას სახეობის თესლი, რომელიც პერუსა და ბოლივიაში ტიტიკაკის ტბასთან წარმოიშვა, ათასწლეულებია რაც ანდური რაციონის ძირითად საკვებია. განვლილ ათწლეულში ის სხვებმაც დააგემოვნეს. დღეს აშშ-ში კინოას იმპორტი 32 მილიონ კილოგრამს აღემატება.
სამხრეთ ამერიკაში ფერმერები ცდილობენ დააკმაყოფილონ მოთხოვნა, ქალაქის მოსახლეობის ნაწილი კი მასზე ფასების ზრდას ვერ ეგუება. კინოას პოპულარობა კონტინენტს გაცდა. ახლა მას 56 ქვეყანაში თესავენ: საფრანგეთში, ტაილანდში, ავსტრალიაში, აშშ-ში და აფრიკაში. გაეროში ფიქრობენ, რომ ცილებით მდიდარი კინოა შიმშილობის დამარცხებაში დაეხმარებათ.
ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტი, მცენარეთა სელექციონერი კევინ მერფი ამბობს, რომ გრძელვადიანი მიზანი მრავალფეროვნებაა: „კინოას ასობით ჯიში არსებობს. ჩვენი მიზანია სხვადასხვა კლიმატური პირობებისთვის იდეალური ჯიშის გამოყვანა“. დღეს აშშ-ის სასურსათო მაღაზიების უმეტესობა კვლავ ანდური კინოათი მარაგდება. ამ კულტურაზე ექსპერიმენტები გრძელდება. მერფის ვარაუდით, ადგილობრივი წარმოების იაფ კინოას დიდი მომავალი აღარ უწერია.