
ყველაზე ცივი ქალაქი დედამიწაზე
ციმბირის 3,1 მილიონი კმ2-ის მქონე უკიდეგანო მხარის – სახას რესპუბლიკის (იაკუტია) დედაქალაქი იაკუტსკი მსოფლიოს ყველაზე ცივ ქალაქადაა მიჩნეული
ყველაზე მაღალმთიანი ქალაქი, ყველაზე ხალხმრავალი ქალაქი, ყველაზე დაბინძურებული ქალაქი: ჟენევაში მცხოვრებმა ფოტოგრაფმა სტივ იუნკერმა ისინი პროექტისთვის Villes Extrêmes – ექსტრემალური ქალაქები – მოძებნა. მას ყოველდღიურობის გადაღება სურდა ქალაქებში, რომლებიც ექსტრაორდინარულ რეკორდებს ამყარებენ. ასე აღმოჩნდა ის იაკუტსკში, რუსეთში.
ციმბირის 3,1 მილიონი კმ2-ის მქონე უკიდეგანო მხარის – სახას რესპუბლიკის (იაკუტია) დედაქალაქი იაკუტსკი მსოფლიოს ყველაზე ცივ ქალაქადაა მიჩნეული. „დედამიწაზე არც ერთ სხვა ადგილას არ არის ასეთი ექსტრემალური ტემპერატურა“, ამბობს იუნკერი. ტემპერატურამ შეიძლება 29 გრადუსსაც გადააჭარბოს, ზამთარში კი რეგულარულად ეცემა 40°C-მდე, ყველაზე დაბალი დაფიქსირებული ტემპერატურა კი 64°C იყო.
ექსტრემალურ ქალაქებს შორის იაკუტსკი გადასაღებად ყველაზე რთული აღმოჩნდა. როდესაც იუნკერმა გარეთ გასვლა გაბედა, მისი კამერა მაშინვე გაიყინა.
იუნკერის ფოტოპროექტი იკვლევს საკითხს, იწვევს თუ არა ექსტრემალური გარემო ექსტრემალურ ემოციებს, ან ქცევას მოსახლეობაში“.