
ზღვის ბატონი მომი
მდედრი კვერცხმდებელ ორგანოს უმიზნებს მამრის "გამოსაჩეკი ტომსიკის" ნახვრეტს და მასში ასობით ქვირითს დებს
ზღვის ცხენის 35 სახეობა ცხოველთა სამყაროში უნიკალურია: “ფეხმძიმდებიან” მამრები და არა მდედრები.
მაგრამ, ჯერ ცეკვავენ. “გინახავთ ოდესმე, ორი ზღვის ცხენი გულის ფორმას როგორ ქმნის?” – ამბობს ლესლი მატსუსიგე, ბირჩის აკვარიუმის თანამშრომელი ოკეანოგრაფიის სკრიპსის ინსტიტუტში.
მდედრი კვერცხმდებელ ორგანოს უმიზნებს მამრის “გამოსაჩეკი ტომსიკის” ნახვრეტს და მასში ასობით ქვირითს დებს. მამრი ქვირითს ანაყოფიერებს და ტომსიკას ლუქავს. ტომსიკაში ქვირითი ლიფსიტების გამოჩეკამდე მწიფდება.
მამრის “ფეხმძმობის” 14-28 დღის შემდეგ, იგი “მშობიარობს” და თითო ჯერზე – 1500-მდე ნაშიერს “შობს”. მათი მხოლოდ ნაწილი გადარჩება. ისინი ჰაბიტატების განადგურებისას ან მტაცებელთა თავდასხმისა თუ თევზჭერისას იღუპებიან. ძირითადად, მათ როგორც სუვენირებს ისე ყიდიან ან სამკურნალო დანიშნულებისთვის იყენებენ: მატსუსიგე ამბობს, რომ წე-ლიწადში დაახლოებით 25 მილიონი ინდივიდი ტრადიციულ აზიურ მედიცინაში გამოიყენება. საბედნიეროდ, ზღვის ცხენები უხვად მრავლდებიან. ზოგიერთ მამრს შეუძლია დილით ასობით ლიფსიტა გამოჩეკოს, საღამოს კი ისევ “დაფეხმძიმდეს”.