
ზღვის გიგანტების ანაბეჭდები
ვეშაპისებრი ზვიგენის ზურგზე თანავარსკვლავედის მსგავსი სახასიათო ნიშნები ისეთივე განუმეორებელია, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი
ავსტრალიელი საზღვაო ბიოლოგი ბრედ ნორმანი უკვე დიდი ხანია იკვლევს ოკეანის ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ცხოველს – ვეშაპისებრ ზვიგენს.
ვეშაპისებრი ზვიგენის ზურგზე თანავარსკვლავედის მსგავსი სახასიათო ნიშნები ისეთივე განუმეორებელია, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი. ამ ფიქრით, ნორმანი დაეხმარა სპეციალისტებს ასტრონომიული ალგორითმის გადაწყობასა და მის ერთგვარ საძიებო ინსტრუმენტად გადაქცევაში, რომელიც ფოტოების სკანირებით ამოიცნობს თითოეულ ინდივიდს. ეს მონაცემები არსებითია ვეშაპისებრი ზვიგენის სამიგრაციო მარშრუტებზე დასაკვირვებლად.
ახლა ნორმანი, როგორც თავად ამბობს, ამ არსების გადაადგილების უდიდეს საიდუმლოს დასტრიალებს: „სად მიდიან ვეშაპისებრი ზვიგენები შესაჯვარებლად?“ – დაელოდეთ კვლევის შედეგებს.