
ზვიგენები ფერთა დინებას მიჰყვებიან
ამჟამად, მეცნიერი იკვლევს, როგორ ხედავენ ეს ცხოველები
საზღვაო ბიოლოგი დევიდ გრუბერი ბიო-ფლუორესცენციის უნარის მქონე ცხოველებს ეძებს. მათი უნიკალური სტრუქტურის კანი ღრმა წყლების მუქ ლურჯ სინათლეს შთანთქავს და ნარინჯისფერ, მწვანე ან წითელ ფერებად გამოასხივებს. ამჟამად, მეცნიერი იკვლევს, როგორ ხედავენ ეს ცხოველები.
მან კორნელის უნივერსიტეტის ოკულისტს, „მკვეთრი ფლუორესცენციის“ უნარის მქონე კალიფორნიული კატისთავა ზვიგენის (Cephaloscyllium ventriosum, ზევით) შესწავლა სთხოვა. ეს ზვიგენი სინათლის სპექტრის მხოლოდ ლურჯ-მწვანე დიაპაზონს აღიქვამს. წყალქვეშა ფოტოაპარატით, რომელიც ზვიგენის მსგავსად „ხედავს“ გარემოს, მეცნიერს სურს გაიგოს, როგორ ეხმარება ბიო-ფლუორესცენცია ზვიგენს შენიღბვასა თუ შეწყვილებაში.