
ზვიგენის ფარფლებზე მოთხოვნა მცირდება
გარემოს დაცვითი ჯგუფის Wild Aid-ის მოხსენების თანახმად, ოკეანის ამ უმაღლესი მტაცებლის მდგომარეობა, შესაძლოა, სასიკეთოდ შეიცვალოს
ადამიანები ინტენსიურად ნადირობდნენ ზვიგენებზე მათი ფარფლებისთვის, რის გამოც განვლილ 30 წელში ზოგიერთი პოპულაცია თითქმის გაქრა. გარემოს დაცვითი ჯგუფის Wild Aid-ის მოხსენების თანახმად, ოკეანის ამ უმაღლესი მტაცებლის მდგომარეობა, შესაძლოა, სასიკეთოდ შეიცვალოს. ზვიგენის ფარფლზე მოთხოვნა იკლებს ჩინეთში, რომელიც მისი პირველი მომხმარებელია მსოფლიოში.
გლობალური პროტესტის გამო, ზოგიერთმა ქვეყანამ ზვიგენებზე კომერციული თევზაობა და ფარფლების მოპოვება მთლიანად აკრძალა. სამხრეთ ჩინეთში, 2012 წლის შემდეგ გაყიდვები 82%-ით შემცირდა. მოხსენების ავტორი სამანთა უიტკრაფტი ამას სისასტიკიდან კონსერვაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს.