საოცრებების საწყობი
სტატიის ავტორი ჯერემი ბერლინი მუზეუმის სხვადასხვა განყოფილებას შემოგატარებთ და გაგაცნობთ მუზეუმების საწყობებში გადანახულ ნიმუშებს, რომლებსაც მეცნიერები და მკვლევრები წლების მანძილზე აგროვებდნენ
საოცრებების საწყობი
სტატიის ავტორი ჯერემი ბერლინი მუზეუმის სხვადასხვა განყოფილებას შემოგატარებთ და გაგაცნობთ მუზეუმების საწყობებში გადანახულ ნიმუშებს, რომლებსაც მეცნიერები და მკვლევრები წლების მანძილზე აგროვებდნენ
ფილადელფიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიაში სტუმრობისას, სტატიის ავტორი ჯერემი ბერლინი მუზეუმის სხვადასხვა განყოფილებას შემოგატარებთ და გაგაცნობთ მუზეუმების საწყობებში გადანახულ ნიმუშებს, რომლებსაც მეცნიერები და მკვლევრები წლების მანძილზე აგროვებდნენ: ორმოცდაათი წლის წინ დაღუპული გიგანტური რვაფეხა ეთანოლის ხსნარით სავსე 40-ლიტრიან ავზშია მოთავსებული. თაროებზე მარჯნები და წყალმცენარეები „ცხოვრობენ“. გირლანდებად ასხმული ტაიტური ლოკოკინები კაუჭებზე კიდია.
ჰერმეტული, კლიმატ-კონტროლითა და სპეციალური დიზაინით შესრულებული 230 კაბინეტი მოლუსკის ათ მილიონამდე ნიმუშის მყუდრო სახლია. ბევრი მათგანი შორეულ ექსპედიციებშია შეგროვილი. ამ ექსპედიციების ხელმძღვანელთა შორის გახლდნენ ერნესტ შეკლტონი, მერივეზერ ლუისი და უილიამ კლარკი, გიფორდ პინშო და უილიამ ბერტრამი.
აქაა მთელ მსოფლიოში შეგროვილი ოთხი მილიონი სხვადასხვა სახეობის ხოჭოთი სავსე უჯრები, დევონური პერიოდის კიდურიანი თევზის უძველეს პალეო ნიმუში და მასტოდონტის კბილები (თომას ჯეფერსონის კოლექციიდან) თუ იხტიოზავრის ჩონჩხის ნაწილების (ინგლისიდან) კოლექცია.
აქ ხსნიან მეცნიერები უძველესი მცენარისა თუ ცხოველის საიდუმლოს. ყველა მკვდარი ნიმუში უჩვეულოდ ცოცხლდება იმ ფიზიკური, მოლეკულური და იზოტოპური მონაცემების მიხედვით, რომლებიც მოიცავს სფეროებს ევოლუციიდან ეკოლოგიამდე, მედიცინიდან მიგრაციამდე.
აქ იწყება ჩვენი პლანეტის სიცოცხლის დღეების ათვლა.
სრული ვერსია წაიკითხეთ მარტის ნომერში.