მგრძნობიარე ჟღალთმიანები
ჟღალთმიანთა ტკივილის გაყუჩება სხვებთან შედარებით ძნელია
ჟღალთმიანები ტკივილს განსხვავებულად აღიქვამენ. მათი თმის ფერს კანის მელანოკორტინ-1 რეცეპტორის გენის მუტაცია განაპირობებს. მას შეუძლია „უნებლიეთ გააქტიუროს“ ტვინის ანალოგიური რეცეპტორები, რაც უსიამოვნო შეგრძნებებსა და ტკივილს იწვევს, ამბობს ენტონი გ. დაუფასი (კლინიკურ ანესთეზიოლოგთა ორგანიზაცია Outcomes Research Consortium).
ჟღალთმიანთა ტკივილის გაყუჩება სხვებთან შედარებით ძნელია. კონსორციუმმა შეამოწმა ეს თეორია და აღმოაჩინა, რომ ზოგადი ანესთეზიისათვის წითურებს 19%-ით მეტი აიროვანი ნარკოზი სჭირდებათ; უფრო მგრძნობიარენი არიან დამწვრობის ტკივილის მიმართ, შედარებით რთულად ექვემდებარებიან ანესთეზიას. არცაა გასაკვირი, რომ ჟღალთმიანები სხვებზე იშვიათად (ორჯერ) მიდიან სტომატოლოგთან („ამერიკელ სტომატოლოგთა ასოციაციის“ ჟურნალის ცნობით).