გზა დაუთმეთ ფეტვს
მრავალი ადამიანის გონებაში, ძირითადად აშშ-სა და ევროპაში, ეს მცენარე ფრინველის საკვებთან ასოცირდება
წიწიბურასა და კინოასთან ერთად, ფეტვი ერთ-ერთი უძველესი მარცვლეული კულტურაა. მიუხედავად ამისა, მრავალი ადამიანის გონებაში, ძირითადად აშშ-სა და ევროპაში, ეს მცენარე ფრინველის საკვებთან ასოცირდება. მაგრამ ჩინეთის, ინდოეთისა და აფრიკის ზოგიერთ რეგიონში ფეტვი მნიშვნელოვანი საკვებია.
„ცილის მაღალი შემცველობის მქონე ფეტვი ნაკლები წყლის მოთხოვნილებით ხასიათდება, უძლებს ექსტრემალურ ამინდს, – ამბობს სოფლის მეურნეობის მეცნიერი ჰარი უპადჰიაია, – მეტიც, ის სწრაფად იზრდება და მავნებლებსაც უწევს წინააღმდეგობას“.
„ამ პაწაწინა ენერგოსადგურს მხოლოდ მეტი მზის სინათლე ესაჭიროება“, – ამბობს კოლორადოელი ფეტვის მწარმოებელი ტიმ ლარსენი.