ალტერნატიული ქვა
სედიმენტოლოგი პატრიცია კორკორანი ამბობს, რომ დედამიწის მომავალ გეოლოგიურ ჩანაწერებში, ეს ქვები ცივილიზაციის იმ ეტაპის მარკერებად გამოდგება, როდესაც ადამიანებმა პოლიეთილენის ჭარბად გამოყენება დაიწყეს
ჰავაიში, კამილოს სანაპიროზე, უცნაურ საგნებს წააწყდებით, ისინი ნარჩენების გროვა გეგონებათ, თუმცა სინამდვილეში ესაა ქვის ნატეხები – „პლასტიგლომელატები“, რომლებიც მაშინ ყალიბდება, როდესაც კოცონის ცეცხლში პოლიეთილენის ნარჩენები დნება და ქვიშას, ბაზალტის ფრაგმენტებს, მერქანსა და სხვა სახის ნამტვრევებს ერევა. სედიმენტოლოგი პატრიცია კორკორანი ამბობს, რომ დედამიწის მომავალ გეოლოგიურ ჩანაწერებში, ეს ქვები ცივილიზაციის იმ ეტაპის მარკერებად გამოდგება, როდესაც ადამიანებმა პოლიეთილენის ჭარბად გამოყენება (და გადაყრა) დაიწყეს.