კოვბოები ზღვარზე
26 წლის სებასტიან გარსია იგლესიასი აგროტექნოლოგია, მაგრამ სულითხორცამდე კოვბოი, მძიმე შრომით მიღებული გამოცდილებით
კოვბოები ზღვარზე
26 წლის სებასტიან გარსია იგლესიასი აგროტექნოლოგია, მაგრამ სულითხორცამდე კოვბოი, მძიმე შრომით მიღებული გამოცდილებით
სისხლი, სიმამაცე, ტრადიცია… როგორც ყველა მსგავს ისტორიაში, აქაც შეხვდებით ცხენებსა და იშვიათი უნარებით გამორჩეულ სიტყვაძვირ ადამიანებს, რომლებიც მუდამ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არიან. კარგად დააკვირდით ტოპოგრაფიულ რუკას და სამხრეთ პატაგონიის (ჩილე) ტერიტორიაზე თქვენ დაინახავთ საზერლენდს – ულტიმა ესპერანზის უბეში შეჭრილ ვიწრო ნახევარკუნძულს. სამხრეთ ამერიკის უკიდურეს სამხრეთში მდებარეობა ამ მიუწვდომელ ადგილს არაამქვეყნიურ იერს აძლევს. გარშემო არც გზაა და არც დასახლებები. საზერლენდის ჩრდილოეთით ტორეს-დელ-პაინეს ეროვნულ პარკია, რა თქმა უნდა, იოლად ვერც იქ მოხვდებით; მის იქით გაუვალი ჩრდილოეთის ყინულოვანი პლატოა, რომლითაც პატაგონია სრულად მოწყვეტილია ჩილეს დანარჩენი ტერიტორიისგან; დასავლეთით – წყნარი ოკეანის სამხრეთში „ფაზლივით“ გაბნეული კუნძულთა ჯგუფები; აღმოსავლეთით – ძლიერი ქარით სახელგანთქმული სრუტე – ნავიგაციას მუდმივ საფრთხეს რომ უქმნის. და ბოლოს, როგორც იქნა, პუერტო-ნატალესი, სიცოცხლით სავსე ქალაქი მაღაზიებითა და რესტორნებით.
26 წლის სებასტიან გარსია იგლესიასი აგროტექნოლოგია, მაგრამ სულითხორცამდე კოვბოი, მძიმე შრომით მიღებული გამოცდილებით. იგლესიასი ცხოველების გარემოცვაში გაიზარდა…
სრული ვერსია წაიკითხეთ დეკემბრის ნომერში.