სტიქიური უბედურება
კაპის ნახევარკუნძულზე მობინადრე ბაბუინების 16 ჯგუფიდან მხოლოდ ერთი იკვებება ველურ ბუნებაში
სამხრეთ აფრიკაში, მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან, ბაბუინებმა ადამიანებისთვის საკვების მოპარვა დაიწყეს. რაც დრო გადის, სულ უფრო თავხედდებიან. კაპის ნახევარკუნძულზე მობინადრე ბაბუინების 16 ჯგუფიდან მხოლოდ ერთი იკვებება ველურ ბუნებაში. დანარჩენები კი საკვების სახლებიდან, მანქანებიდან და სანაგვე ყუთებიდან მოპარვას ამჯობინებენ. მოთარეშე ბაბუინები აღებენ კარებებსა და ფანჯრებს, ხდიან კრამიტებს, ამბობს ჯასტინ ო’რაიენი ბაბუინების კვლევის ჯგუფიდან. რეინჯერები პეინტბოლის თოფებით ცდილობენ ეს “სტიქიური უბედურება” ბუნებაში შეაკავონ. ბაბუინებისა და ადამიანების სიახლოვე ორივესთვის საზიანოა, რადგან ერთმანეთის სიცოცხლისთვის საშიშნი არიან. ო’რაიენის აზრით, უკეთესია თუ „ბაბუინებს და ადამიანებს საზიარო სივრცე არ ექნებათ“.