მთვარის ისტორიული ადგილების დაცვა
დღესდღეობით, შეუძლებელია მთვარის ისტორიული ადგილების მსოფლიო მემკვიდრეობის საიტებად გამოცხადება და მათი დაცვა
პროგრამა „აპოლონის“ ექვსმა მისიამ ადამიანი მთვარეზე დასვა. ასტრონავტების დანატოვარში ფეხის ანაბეჭდებიცაა, მოქმედი ლაზერული რეფლექტორებიც და მთვარემავლების კვალიც (ა-15, ზემოთ). ეს ყოველივე შესაძლოა მომავალში მკვლევრებმა დააზიანონ.
დღესდღეობით, შეუძლებელია მთვარის ისტორიული ადგილების მსოფლიო მემკვიდრეობის საიტებად გამოცხადება და მათი დაცვა. 1967 წლის კოსმოსის შესახებ შეთანხმებით არცერთ ქვეყანას არ შეუძლია მთვარეზე უფლების განცხადება. შესაბამისად, მთვარის საიტებს ვერცერთი ქვეყანა ვერ წარადგენს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მისანიჭებლად. NASA-ს თავის რეკომენდაციები აქვს. მაგალითად, ავარდნილმა მტვერმა რომ არ გადალეკოს, არ შეიძლება ნაკვალევის ნაპირებიდან 2 კმ-ში დაჯდომა“. „აპოლონის” მისიების დროინდელი ხუთი დროშა ჯერ ისევ ადგილზეა, გარდა ა-11-ისა, რომელიც აფრენის ადგილთან ახლოს ჩაარჭვეს და ძრავის აირებმა გადააყირავა.