ახლოდან გადაღებული საკვების – თხილეულის, კენკრის, ტკბილეულის – ფოტოების შემდეგ კოლქუჰონი (კომპიუტერული პროგრამების სპეციალისტი) ამ დაობებული ატმის კანის ფერებმა მიიზიდა. „ერთ-ორ წელიწადში ობმოკიდებული სურსათის კარგი კატალოგი მექნება“, ხუმრობს ის. ფოტო შედგენილია ძლიერ ფოკუსირებული 30 გამოსახულებით.