გაიცანით, ბონობო!
ბონობოებმა მას შემდეგ აურიეს თავგზა ადამიანებს, რაც პირველად მოექცნენ მეცნიერების ყურადღების ცენტრში
გაიცანით, ბონობო!
ბონობოებმა მას შემდეგ აურიეს თავგზა ადამიანებს, რაც პირველად მოექცნენ მეცნიერების ყურადღების ცენტრში
Make love, not war – ასეთია მაიმუნი ბონობოს “კრედო”. ჰოლანდიელ-ამერიკელმა ბიოლოგმა ფრანს დე ვაალმა (ასევე სხვა მეცნიერებმა) ზოოპარკის პოპულაციები შეისწავლა და დოკუმენტურად დაასაბუთა, რომ ბონობოებს ახასიათებთ მძაფრი სექსუალობა და მშვიდობიანი ურთიერთობებისადმი მიდრეკილება (განსაკუთრებით, მდედრებს). მაგრამ ველურ ბუნებაში ბონობოს ქცევა ნაკლებად იყო ცნობილი.
ბონობოებმა მას შემდეგ აურიეს თავგზა ადამიანებს, რაც პირველად მოექცნენ მეცნიერების ყურადღების ცენტრში. ჯერ კიდევ 1927 წელს ბელგიელმა ზოოლოგმა ანრი შოდენმა ბელგიის კონგოში ნაპოვნი უცნაური ცხოველის, სავარაუდოდ, მოზრდილი მდედრი შიმპანზის ქალა და კანი გამოიკვლია. მომდევნო წლებში ის შიმპანზის განსხვავებულ, უნიკალურ ფორმას მიაკუთვნეს, რომელიც მდინარე კონგოს სამხრეთით, მის მარცხენა ნაპირზე ბინადრობდა. შემდეგ სრულფასოვან სახეობად აღიარეს და თანამედროვე სახელწოდება Pan Paniscus მიანიჭეს.
ევოლუციის განმავლობაში მოხდა რაღაც, რამაც ეს უნიკალური არსება (Pan paniscus) შექმნა და მის განვითარებას შეუწყო ხელი. ჰარვარდის უნივერსიტეტის გამოჩენილი ბიოლოგისა და ანთროპოლოგის – რიჩარდ ვრანგემის ჰიპოთეზის თანახმად, გადამწყვეტი მომენტი ისაა, რომ ბოლო ერთი ან ორი მილიონი წლის მანძილზე მდინარე კონგოს მარცხენა ნაპირზე გორილების არ არსებობდნენ (მიზეზი გაუგებარია). აქედან გამომდინარე, ბონობოებს საკვების მოპოვებისთვის კონკურენცია არავისთან უწევდათ, შიმშილს და გაჭირვებას არასოდეს განიცდიდნენ. საკვების მომპოვებელი ჯგუფების სტაბილურობა კი თავის მხრივ, მდედრი ბონობოების სქესობრივ რიტმებში გამოიხატებოდა.
სრული ვერსია წაიკითხეთ მარტის ნომერში.