ღამით სახანძრო განგაშმა გამომაღვიძა. საათს რომ დავხედე, სამი საათი იყო. ასეთ დროს ძნელია, მეორე გვერდზე მშვიდად გადაბრუნდე და ძილი გააგრძელო. ფოტოაპარატს დავტაცე ხელი და გარეთ გავვარდი. ქუთაისის ერთ-ერთი ძველი შენობა იწვოდა, ის სახლი, სადაც “ილო ფოტოგრაფის” ცნობილი ძეგლი დგას. შენობის მოპირდაპირე მხარეს პირველი სკოლა-გიმნაზიაა. გიმნაზიის სახურავზე ავედი და ეს ფოტოც იქიდან გადავიღე.