ბარნეველდის (ჰოლანდია) მახლობლად ცხოველთა ჩვენებაზე შეამოწმეს ამ ანგორული კურდღლის ბეწვის ხარისხი. მისი ბეწვი ხშირად გამოიყენება ძვირფასი სვიტერებისა და შარფების დასამზადებლად. “ის იმდენად წყნარად იწვა, რომ მკვდარი გეგონებოდათ”, ამბობს კრაიენბრინკი. მან ფოტოაპარატით გამოსახულება გაადიდა, რათა დაენახა, კიდევ სუნთქავდა თუ არა. ის ცოცხალი იყო.