დაფაზე მუშაობის ნატიფი ხელოვნება
მათემატიკოსებისთვის დაფა ტილოა, რომელზეც ისინი ხელოვნების ნიმუშებს ქმნიან.
დაფაზე მუშაობის ნატიფი ხელოვნება
მათემატიკოსებისთვის დაფა ტილოა, რომელზეც ისინი ხელოვნების ნიმუშებს ქმნიან.
მოძველებული? – სულაც არა. ცარცით საწერი დაფა კვლავაც შეუცვლელი იარაღია ურთულესი ამოცანების ამოსახსნელად.
ზოგი შეიძლება რთულს, აბსტრაქტულს თუ მოსაწყენს უწოდებს, ზოგისთვის კი მათემატიკა განსაცვიფრებელი და შემოქმედებითია; ნაჯღაბნი დაფები კი ხელოვნების ნიმუშებია.
ფოტოგრაფი ჯესიკა უინი მათემატიკის მშვენიერებას მეზობლებმა აზიარეს. ორივე მათგანი თეორეტიკოსი მათემატიკოსია და როდესაც მათ მეგობარი კოლეგები სტუმრობდნენ, უინმა შენიშნა, რომ ისინი ერთმანეთს დაფაზე წერით უზიარებდნენ რთულ იდეებს, თანამშრომლობდნენ და პაექრობდნენ. ზოგი დაფაზე მუშაობას მედიტაციასაც ადარებდა.
რაღა ცარცი, როდესაც უხვადაა ქაღალდი, თეთრი დაფები და ციფრული ეკრანები? „ეს იგივეა, მხატვარს ჰკითხო, ზეთის საღებავით რატომ ხატავს“, – მიხსნის უინი, თუმცა იმასაც ამატებს, რომ პრაქტიკული ასპექტებიც არსებობს. თეთრ დაფაზე საწერი მარკერები ტანსაცმელს და ხელებს ალაქავებს. გარდა ამისა, სულ სხვაა ცარცით წერის შეგრძნება და კაკუნის ხმა. ჩიკაგოს უნივერსიტეტის ერთმა მათემატიკოსმა დაიფიცა, რომ მთელი ფაკულტეტი აჯანყდებოდა, ცარცის დაფების ჩანაცვლებას თუ დაუპირებდნენ. მათემატიკოსს დაფაზე შეიძლება ახალი უნივერსალური ჭეშმარიტების პოვნა ან, უბრალოდ, საკუთარი აზრების თავმოყრა უნდოდეს, აუჩქარებლად. უინმა იელის უნივერსიტეტში ერთი აჭრელებული დაფა გადაიღო, რომლის კუთხეშიც პროფესორს მიუწერია: „გთხოვთ, არ წაშალოთ“. ხუთი წელი ხელუხლებელი იყო.

EDWYNN HOUK GALLERY