აშშ-ის დასავლეთში, სადაც ბალბის სახეობა – Sphaeralcea ambigua ყვავის, გვხვდება განსაკუთრებული სახეობის ფუტკარი (Diadasia diminuta), რომელიც ამ ყვავილის ნექტარს ეტანება. არიზონაში, მდელოზე სეირნობისას, ფოტოგრაფებმა ჯო და ნიკოლ ნილებმა შენიშნეს, რომ ფუტკრებისთვის მცენარის ყვავილი ლეიბის ფუნქციასაც ასრულებს. ეს ფუტკრები არ აშენებენ სკებს; მდედრებს მიწაში არსებულ ბუდეებში სძინავთ, მამრები კი ყვავილებში იძინებენ.