გაკვეთილები და თავქარიანობა
ყურანის დამზეპირებელი გოგონების გამოცდილების აღბეჭდვით
ფოტოგრაფი თავის ბავშვობას უბრუნდება.
გაკვეთილები და თავქარიანობა
ყურანის დამზეპირებელი გოგონების გამოცდილების აღბეჭდვით ფოტოგრაფი თავის ბავშვობას უბრუნდება.
თავისი წარსულით შთაგონებული ფოტოგრაფი გოგონებისთვის ყურანით განსაზღვრულ ყოველდღიურობას გადმოსცემს.
12 წლის ასაკში მე და ჩემი ტყუპისცალი და სპეციალურ საგანმანათლებლო გზას დავადექით. გოგონათა ყურანის სკოლის მოსწავლეები სამი წლის განმავლობაში ვიყავით სტამბოლში. ეს გამოცდილება მთელი ცხოვრება თან გამყვა და მოგვიანებით მასთან დაბრუნება კამერით ხელში მომინდა.
ამ პროექტისთვის მოვინახულე თურქეთის სკოლები, სადაც გოგონები 4 წლის განმავლობაში ცდილობენ მუსლიმანური რელიგიური ტექსტის ექვსას ოთხივე გვერდის ზეპირად დასწავლას. ზოგიერთი სკოლა-ინტერნატი სეკულარულ გაკვეთილებსაც უზრუნველყოფს, თუმცა მთავარი აქცენტი მუჰამედის დროიდან არსებული ყურანის ტრადიციულ სწავლებაზე კეთდება. მე ვცდილობდი მეჩვენებინა არა მარტო დისციპლინა, რომელიც საჭიროა, რომ გახდე ჰაფიზი (ის, ვისაც ახსოვს), არამედ სწავლის პროცესში გოგონების მიერ შენარჩუნებული ახალგაზრდული ბუნება. მსურდა შემექმნა ზუსტი შთაბეჭდილება ხშირად არასწორად გაგებულ სეგმენტზე.
ეს ამბავი ახალგაზრდა ქალებსა და ჩემს მოგონებებზეა. ყოველმა ჩვენგანმა გამოავლინა მცირე წინააღმდეგობები საკუთარი ინდივიდუალობის შესანარჩუნებლად.
საბოლოო შედეგი – წიგნი სახელწოდებით „ჰაფიზი“ – ჩემი ნოსტალგიანარევი ძღვენია ამ გოგონების და ჩემს დასთან ერთად გავლილი გზის მიმართ. ეს პროექტი თავგადასავლად, ჩემი ფოტოების გმირები კი ჩემს დებად იქცნენ.