სიცოცხლე წყალში
უკიდურესად ახლო ხედის კადრები ავლენს ჩვენთვის უხილავ, განსაცვიფრებელ არსებებს, რომელთაც ზღვის წყლის ერთი წვეთიც თავისუფლად იტევს.
სიცოცხლე წყალში
უკიდურესად ახლო ხედის კადრები ავლენს ჩვენთვის უხილავ, განსაცვიფრებელ არსებებს, რომელთაც ზღვის წყლის ერთი წვეთიც თავისუფლად იტევს.
ამ ფოტოგრაფმა მიზნად დაისახა, ზღვის პაწაწინა ბინადრები სათითაოდ, წვეთ-წვეთ აღბეჭდოს.
უკიდეგანო ოკეანეების არ იყოს, მათი შემადგენელი ზღვის წყლის თითოეული წვეთიც სიცოცხლითაა სავსე. მეცნიერთა შეფასებით, ზოგი წვეთი მილიონზე მეტ ორგანიზმს შეიცავს, რომელთა უმრავლესობა შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. თუმცა, წვეთის მიკროსკოპის ქვეშ მოთავსებისას, აღმოაჩენთ თევზის ლარვებს, მბობღავ ნიჩაბფეხიანებსა თუ უცნაურ პროტისტებს. ფოტოგრაფმა ანხელ ფიტორმა ისინი მუზად აირჩია.
გვერდიგვერდ მოთავსებულ წვეთებში ორი ფეოდარია (Phaeodarea) ტივტივებს. მარცხენას გარშემო ნიჩაბფეხიანების გუნდი ფუთფუთებს. ფეოდარიები ერთუჯრედიანი პროტისტების ნაირსახეობას წარმოადგენენ – არც ცხოველები არიან, არც მცენარეები და არც – სოკოები. მათი რბილი ციტოპლაზმის ბირთვი მოქცეულია კრისტალური კვარცის დამცავ ჩონჩხში, რომელიც ფორმისა და სტრუქტურის გასაოცარი მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
4-6 წელიწადში ეს გველკუდა თეფშის ზომამდე იზრდება, მაგრამ ლარვის სტადიაზე ორ მილიმეტრამდე სიგრძისაა და წყლის სვეტში გამოკიდებული რჩება მანამდე, სანამ ისეთ ზომას მიაღწევს, რომ ფსკერზე დაეშვას.
ზღვის საფირონი (Sapphirinidae) სახელს ამართლებს და ძვირფას ქვასავით ელვარებს. მეცნიერთა აზრით, ნაირფეროვნება ამ კიბოსნაირებს მეწყვილეთა მოზიდვაში ეხმარება, მაგრამ, ფიტორის თქმით, „მათი საიდუმლო ენა“ ჯერაც ამოუცნობია.
წვეთში ნერეისისებრი მრავალჯაგრიანი ჭია იკლაკნება. ჭიის დამაბოლოებელი მონაკვეთი დანარჩენ სხეულს სწყდება, ზღვის ფსკერიდან ზედაპირისკენ ერთი ღამით ადის გასამრავლებლად და შემდეგ კვდება.

მოზარდობისას ფიტორი მუდამ სახლის აკვარიუმს ჩასცქეროდა ალიკანტეში. „წყალქვეშა სამყაროსთან ჩემი ურთიერთობა მინის მიღმა დაიწყო“, – ამბობს იგი. ამჟამად 50 წლის თვითნასწავლმა ნატურალისტმა გატაცება კარიერად აქცია. „დღემდე მინის მიღმა ვმუშაობ, უბრალოდ მინაა სხვაგვარი – ფოტოკამერის ლინზა“, – გვეუბნება ფიტორი. რამდენიმე წელია, ხმელთაშუა ზღვიდან წყალს აგროვებს და მასში არსებულ პაწაწინა არსებებს იღებს – ფოტოსერიას შესაფერისი სახელი, SeaDrops (ზღვის წვეთები) უწოდა. იგი „მუდამ გულისფანცქალით“ ელის, თუ რა იმალება გამჭვირვალე და ერთი შეხედვით ცარიელ წყლის წვეთში. ფიტორი თავთხელ წყალშიც შედის და სიღრმეებშიც ყვინთავს, შემდეგ ნადავლი თავის ფოტოსტუდიაში მიაქვს და ახლოდან აკვირდება. „ყოველი ახალი სინჯი ახალ შესაძლებლობას მაძლევს, ეს პაწია და ამავდროულად ჩვენი პლანეტისთვის საკვანძო არსებები დავაფასო“, – ამბობს იგი. სუნთქვისშემკვრელი და იშვიათად აღბეჭდილი მიკროფლორისა და ფაუნის ფოტოები ასეულობით დაუგროვდა, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრი დარჩა. ფიტორის თქმით, ცნობისმოყვარეობა სრულად რომ დაიკმაყოფილოს, „ერთი სიცოცხლე ნამდვილად არ ეყოფა“.