დედამიწა ყველა მხრიდან
კანადაში ხეტიალისას ფოტოგრაფი ეკოსისტემების პორტრეტებს ქმნის, რათა წაახალისოს ბუნების პატარა ელემენტების მეტად დაფასება.

ფოტოგრაფი კუს ნაბიჯებით დადის ბუნების პატარა ელემენტების აღსაბეჭდად, სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან.
ჩვეულებრივ 15 წუთის სავალ ბილიკზე 4 საათის განმავლობაში ბაყაყისებრი პოზით სიარული. ასე აღწერს ჯულია ჰაინოცკი თავის უჩვეულოდ ნელ სეირნობის მეთოდს. ყოველ წელს, რამდენიმე კვირის განმავლობაში, კალგარის მკვიდრი ფოტოგრაფი კანადის ყველაზე საოცარ ველურ ადგილებში დასეირნობს. ის დაჰყურებს ხავსსა და სოკოებს, სანამ სხვები გზაზე ასწრებენ. „ხანდახან მოლაშქრეები ჩერდებიან და ეკითხებიან, რას აკვირდება ასე დაჟინებით“. ისიც სიხარულით უხსნის, რადგან მისი პროექტის არსი სწორედ ესაა.

2017 წელს ჰაინოცკიმ ააწყო 2,5 მ სიგრძის მობილური ავტომისაბმელი, რომელსაც Alfresco Science Machine დაარქვა. მწვანედ შეღებილ მისაბმელში საველე ინვენტარია მოთავსებული: საწოლი, სალაშქრო სამზარეულო, ბინოკლი, ხელის მიკროსკოპული ლინზები, ნიმუშების შესაგროვებლად საჭირო ნებართვები, სინჯარები, მზისგან დამცავი ლოსიონი, მწერების საწინააღმდეგო საშუალებები. ასევე თვალსაჩინოა ჰაინოცკის შემგროვებლური ეთიკა: მხოლოდ უხვად გავრცელებული, მკვდარი ან გადაყრილი ეგზემპლარების აღება მინიმალური რაოდენობით და ფოტოგადაღების დასრულებისთანავე მათი უკან დაბრუნება; იშვიათ სახეობებსა და ცოცხალ ცხოველებს არასდროს ეხება.
ჯულია ჰაინოცკის გამოსახულებები გვიჩვენებს ხშირად შეუმჩნეველ ორგანიზმებს, მათ შორის ვარდისფერი ფლოქსის ყვავილებს ბრიტანეთის კოლუმბიაში და წითელქუდა ვერხვისძირას ალბერტაში.

სკანერის სახურავის ახდით ჰაინოცკი ობიექტებს შავ ფონს ამატებს. შედეგად ისინი თითქოს კოსმოსურ ვაკუუმში ლივლივებენ. ამ კომპოზიციის ქვედა ნაწილში გამოსახულია კლდოვან მთებში ნაპოვნი ლიქენი.
„ბევრად უფრო მეტ დროს ვუთმობ ადგილის დათვალიერებას, ვიდრე ნიმუშების შეგროვებას“, – ამბობს ჰაინოცკი. მას განსაკუთრებით იზიდავს ისეთი „ქარიზმატული მიკროფლორა“, როგორიცაა კაკბის ბალახის ტირიფისმაგვარი სათესლე კოლოფები.
ბრიტანეთის კოლუმბიაში, კუტენეის მთებში, ჰაინოცკიმ სხვადასხვანაირი გირჩები შეაგროვა.

მაღალი გარჩევადობის სკანერის დახმარებით შექმნილი პორტრეტები კანადის მინიატიურულ ლანდშაფტებს წარმოაჩენენ ჰაინოცკის მიმდინარე პროექტიდან: „განკითხვის დღეს ჩვენ ყველა ხეები ვიქნებით“. ჰაინოცკის ძლიერ აღელვებს კაცობრიობისა და ბუნების ურთიერთობა და თავის გამოსახულებებს ისეთი ეპითეტებით ახასიათებს, როგორიცაა: „ნაღვლიანი, შავბნელი და მგლოვიარე“. შეჩერდი, თითქოს ამბობენ ისინი. დააკვირდი ცოცხალ ბუნებას და დაინახე, რომ მისი დაცვა საჩქაროა.