ვინ:
ჩიკაგოში მცხოვრები მხატვარი, ფოტოგრაფი და მუსიკოსი
სად:
ბისტი/დე-ნა-ზინის ნაკრძალი, ნიუ-მექსიკო
რა:
Phase One-ის XF კამერა
35 მმ-იანი ობიექტივით
ამბავი:
ამ ფოტოგრაფმა თავისი პროექტის, Lux Noctis-ის (ლათინურად: „ღამის სინათლე“) ფარგლებში მსოფლიო მოიარა ნაცნობი ადგილების ახლებურად გადასაღებად. იგი ხშირად იყენებს დრონებსა და შუქდიოდის პანელებს, რომ კადრი „დახატოს“ რამდენიმეწამიანი ან, თუნდაც, რამდენიმეწუთიანი დაყოვნებით. ერთ საღამოს ნიუ-მექსიკოს შორეულ ბედლენდებში ვუმ შენიშნა ეროზიით გამოძერწილი კლდის სვეტები. მან ისინი გადაიღო ორი განსხვავებული ექსპოზიციით, შემდეგ გამოსახულებები შეაერთა და მიიღო კომპოზიტი, რომელიც ვარდისფრად შეფერილ არაამქვეყნიურ ლანდშაფტს გვიჩვენებს.
National Geographic-ს ინსტაგრამზე 455 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
შეუერთდით მათ: @natgeogeorgia, @natgeo, @natgeotravel, @natgeointhefield, @natgeoadventure, @natgeoyourshot,
@natgeotv, @natgeowild, @natgeodocs.