განძის კუნძული
უკაცრიელ კუნძულზე ფოტოგრაფი მარტოობის მშვენიერებას ეზიარება.
განძის კუნძული
უკაცრიელ კუნძულზე ფოტოგრაფი მარტოობის მშვენიერებას ეზიარება.
როტიუმეროგი ნიდერლანდების დაუსახლებელი კუნძულია. მას ევროკავშირის ბუნების საკონსერვაციო კანონები იცავს და, ჩვეულებრივ, სტუმრობისთვის მიუწვდომელია. 2012 და 2013 წლებში იშვიათი შესაძლებლობა მერგო იქ 50 დღე გამეტარებინა მივლინებით. ამ დროის უმეტესობა მარტო ვიყავი. ჩემი საქმე ფოტოების გადაღება იყო ამ ადგილის სხვებისთვის გასაცნობად. თუმცა იქ ყოფნისას ერთი გაკვეთილი ვისწავლე. ის ბოთლში დალუქული შეტყობინების სახით მივიღე.
მე ნიდერლანდების სანაპიროსთან გავიზარდე, ამიტომ როტიუმეროგის სწორი და გაშლილი გარემო ჩემთვის ნაცნობი იყო. ვცდილობდი, ჩემი წარმოდგენები თავს არ მომეხვია ამ კუნძულისთვის, რომელსაც ქვიშის საფუძველი აქვს და დინება ნელ-ნელა სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიაცურებს. ყოველდღე დავსეირნობდი და მის უმარტივეს ლანდშაფტში პატარ-პატარა ცვლილებებს ვაკვირდებოდი.
ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი სანაპიროს გასწვრივ შემორჩენილი ძველი შენობის ნანგრევები იყო. იქ ნახევრად ჩამარხულ აგურებს შორის ნიჟარები და ოკეანის მიერ გამორიყული ნაგავი გროვდებოდა. ერთხელაც ნანგრევებში უჩვეულო ბოთლი შევნიშნე. მას, სხვებისგან განსხვავებით, თავსახური მიხრახნილი ჰქონდა. ბოთლი გავხსენი და შიგნით ხელით დაწერილი წერილი აღმოვაჩინე. მასში ეწერა: „მე მეიკე მქვია და 11 წლის ვარ. მე კარგი მეგობრები მყავს და – შენ?“
როტიუმეროგი ვადენზეში მდებარეობს, ნიდერლანდების სანაპიროს მიმდებარე ზონაში, რომელიც ჩრდილოეთის ზღვას უერთდება. ეს კუნძული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შესასვენებელი ადგილია ასობით ათასი მომიგრირე ფრინველისთვის.
სანაპიროზე გასეირნებისას ბოთლში დამალული წერილი ვიპოვე. როტიუმეროგზე ფოტოს გადასაღებ ობიექტებზე ნადირობა საგანძურის ძიებას ჰგავდა.
ამოფილა, იგივე ევროპული სანაპიროს ბალახი, საკვანძო როლს ასრულებს სანაპიროს დაცვაში. გრძელი ფესვებით ქვიშას ამყარებს და ქმნის დიუნებს, რომლებიც შტორმისა და მოქცევის საწინააღმდეგო ბუნებრივი ბარიერებია.
ქარი და დრო მომაჯადოებელ ფორმებს ქმნიან ნიჟარებით.
თუ სადმე წინასწარი განწყობით წახვალთ, დროს დაკარგავთ იმის ძიებაში, რაც შეიძლება იქ არ დაგხვდეთ. როტიუმეროგზე ყოფნისას კუნძულს საშუალება მივეცი, სათქმელი თავად ეთქვა ჩემთვის.

როდესაც პასუხს ვწერდი (მეიკემ წერილში თავისი სკოლის მისამართი მიუთითა), ვეცადე აღმეწერა ჩრდილოეთ ევროპის მჭიდროდ დასახლებულ ნაწილში იზოლაციისას განცდილი უსუსურობის შეგრძნება. კუნძულზე მხოლოდ მიწას, წყალს და ქვიშას ხედავ, ყურებში კი ქარი გისტვენს. საბოლოოდ მეიკემ ჩემი წერილი მიიღო. მის ოჯახთან ახლაც ვურთიერთობ. ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ მარტოობა ცუდია, თუმცა ჩემთვის ეს ყოვლისმომცველი თავისუფლების შეგრძნება იყო.
– კეტრინ ცუკერმანისთვის ნაამბობის მიხედვით