ცოცხალ არსებათა მყიფე ქსელი
აშშ-ის „გადაშენების პირას მყოფ სახეობათა დაცვის კანონი“ უკვე 50 წელია იცავს საფრთხეში აღმოჩენილ ველურ ცხოველებს და აძლიერებს მათ ეკოსისტემებს.

გადაშენების პირას მყოფი სახეობა
(მარცხნივ) ამერიკული ყარყატი (Mycteria Americana) გადაღებულია სეჯუიკის ოლქის ზოოპარკში, კანზასში; (მარჯვნივ) მისისიპის ალიგატორი (Alligator mississippiensis) კი – კანზას-სიტის ზოოპარკში, მისური.
ამერიკულ ყარყატს 1984 წლიდან, მას შემდეგ, რაც მან ჰაბიტატი დაკარგა, გადაშენების პირას მყოფ სახეობათა კანონი (ESA) იცავს. რამდენიმე წლის შემდეგ წარმატებით აღდგა ფლორიდის ევერგლეიდსის კიდევ ერთი საკვანძო სახეობის, მისისიპის ალიგატორის პოპულაცია და ის ESA-ის სიიდან ამოიღეს. ეს ორი სახეობა სიმბიოზურ ურთიერთობას ავლენს. ალიგატორები დატბორილ ტყეებში პატრულირებენ და ყარყატის ბუდეებში დადებულ კვერცხებს მტაცებელი ენოტებისგან იცავენ. სამაგიეროდ, ზოგჯერ ბარტყებს თავად უჭამენ.

საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა
უდაბნოს დასავლური გოფერი უდაბნოს დასავლური გოფერი წელიწადში თითქმის 9 თვის განმავლობაში გაურბის სტიქიურ მოვლენებს და თავს აფარებს 10 მეტრამდე სიგრძის მიწისქვეშა გვირაბებს. ეს დღეგრძელი რეპტილია, რომელსაც ESA 1990 წლიდან იცავს, მოჰავეს უდაბნოში გათხრილ გვირაბებში მარტო არ ცხოვრობს და თავის სოროებს გეკონებსა თუ ბოცვრებს უზიარებს. უკანასკნელ წლებში მზარდი ურბანიზაციის შედეგად მისი პოპულაცია მკვეთრად შემცირდა.
ზოლებიანი კოლეონიქსი
უდაბნოს ზაზუნა
მოჰავეს ჩხრიალა გველი
სტეპის ბოცვერი

მენაპირე ზაზუნა ფლორიდის ყურის სანაპიროზე მდებარე 10 კვ. კმ-მდე ფართობის ქვიშის დიუნები გადაშენების პირას მყოფი მენაპირე ზაზუნას საბინადროა. ეს დიდყურა არსება სულ რამდენიმე სმ-ის სიგრძისაა და უამრავი საფრთხე ემუქრება – ქარიშხლები, ხელოვნური განათება თუ ინვაზიური მტაცებლები. ამ სახეობის დაცვით ვირჯინიულ ზარნაშოს, აღმოსავლურ გველსა თუ კიბორჩხალა-მოჩვენებას არსებით საკვებ წყაროს შევუნარჩუნებთ.
ვირჯინიული ზარნაშო
ატლანტური კიბორჩხალა-მოჩვენება
ფართოცხვირა აღმოსავლური გველი

შავფეხება ქრცვინი XIX საუკუნის მიწურულს აშშ-ის ხელისუფლებამ წამოიწყო მდელოს ძაღლის განადგურების კამპანია და ეს ცხოველი თავისი ისტორიული არეალის 96%-დან მოსპო, რადგან ის სასოფლო-სამეურნეო მავნებლად მიიჩნეოდა. მაგრამ მდელოს ძაღლის გაუჩინარებას მოჰყვა ჯაჭვური რეაქცია: მის გარეშე ვეღარავინ თხრიდა ხვრელებს, რომლებსაც თავშესაფრად იყენებდნენ ჭოტები თუ ამბისტომები, შავფეხება ქრცვინს კი საკვები წყარო გაუქრა და გადაშენების პირას აღმოჩნდა.
დასავლური ვეფხვისებრი ამბისტომა
დასავლური ბოცვრისებრი ჭოტი
შავკუდა მდელოს ძაღლი