პლანეტის მომავლის კვლევა არქტიკულ ლაშქრობაში
მეკლდეურ ალექს ჰონოლდს არაერთი ციცაბო კლდე დაულაშქრავს. ცნობილია მისი ასვლა ყოველგვარი დამცავი აღჭურვილობის გარეშე იოსემიტის ეროვნული პარკის ელ-კაპიტანის მწვერვალზე, ხოლო დოკუმენტური ფილმების სერიაში „არქტიკული ასვლა“ იხილავთ მის უკანასკნელ ლაშქრობას სულ სხვა – სუსხიან ადგილას.
მეკლდეურ ჰეიზელ ფინდლისთან ერთად, ჰონოლდი (ორივე ნაჩვენებია ზემოთ, ჰონოლდი – წითელ ქურთუკში) ექსპედიციაში ეხმარებოდა გლაციოლოგ ჰაიდი სევესტრს, როდესაც მათ პირველებს უნდა დაელაშქრათ 1143-მეტრიანი ინგმიკორტილაკის კლდე გრენლანდიაში. ჰონოლდს, რომელიც ჩვეულებრივ შორტებით ცოცავს, აქ კომფორტის ზონიდან გამოსვლა მოუწია. მას დაცურებული ყინულის ნაჭერიც მოხვდა სახეში. თუმცა ჰონოლდმა თავისი მეკლდეურობით მეცნიერებაში შეიტანა წვლილი, კერძოდ, ზღვის დონის მატებისა და კლიმატის ცვლილების კვლევაში. მისი თქმით – „სადღაც თუ მიდიხარ და ეს სხვასაც წაადგება, ცხადია, უნდა დაეხმარო“.