გამოსადეგი ნივთი
დიდი ხნით ადრე, სანამ შვეიცარია XIX საუკუნეში „შვეიცარიული არმიის დანების“ წარმოებას დაიწყებდა, რომის იმპერიაში მცხოვრებმა ოსტატმა შექმნა იარაღი, რომელიც დანის პირის გარდა კოვზს, ჩანგალს, კაუჭს, საფხეკს და წვეტიან კბილანას აერთიანებს. ეს „ერთ-ერთი ყველაზე ჩახლართული“ დასაკეცი ინსტრუმენტია, რომელიც რომის იმპერიიდან შემოგვრჩა, ამბობს ანასტასია ხრისტოფილოპულუ, ფიცუილიამის მუზეუმის (კემბრიჯის უნივერსიტეტი) უფროსი კურატორი. ეს ინსტრუმენტი 1990-იან წლებში აღმოაჩინეს. ანალიზებმა გამოავლინა, რომ ის ყველაზე ცოტა 1700 წლისაა. ძველი რომაული დასაკეცი დანების უმეტესობა ბრინჯაოსგან მზადდებოდა, თუმცა ეს ხელსაწყო ვერცხლს შეიცავს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ის ფუფუნების საგანი იყო და იშვიათად გამოიყენებოდა. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ნივთს თავის მოსაწონებლად იყენებდნენ“, – ამბობს ხრისტოფილოპულუ.
