„წითელი სპირალური მკლავი“, 2023, ხელით შეღებილი კოშენილის შალი და ბამბის ნართი
მკვიდრი ჩრდილოამერიკელი ხელოვანების თვალით დანახული მომავალი
მეოთხე თაობის ფეიქარი და კალიფორნიის უნივერსიტეტის გამოთვლითი ხელოვნების პროფესორი სარა როსალენა აწყვილებს ტრადიციულ ხელსაქმეს და თანამედროვე ტექნოლოგიას. მან შეითვისა „ადამიანის და მანქანის კოლაბორაცია“ და კოსმოსით შთაგონებული თავისი ესკიზების ქსოვილად გარდასაქმნელად ჟაკარდის საქსოვ დაზგას იყენებს. ამ შემთხვევაში გამოიყენა ჰაბლის ტელესკოპის გადაღებული ირმის ნახტომის გამოსახულება, რომლის პიქსელები ძაფებად აქცია და შემდეგ ხელით მოქსოვა. ამით „დამთვალიერებლებს უბიძგა, ფიქრით გასცდენოდნენ საზღვრებს და უსასრულობისკენ აეღოთ გეზი“.
სარა როსალენა
ვირარიკა