კეჩუას ხმა
პერუ
ახალგაზრდა კეჩუა მუსიკოსები ჰიპ-ჰოპით გამოხატავენ თავიანთ ენასა და კულტურას.
იანვრის მზიანი შუადღეა ქალაქ ხულიაკაში, რომელიც ტიტიკაკის ტბის სანაპიროზე, სამხრეთ პერუს პლატოზე მდებარეობს. ქალაქის მთავარ მოედანზე ათასობით მკვიდრი კეჩუა და აიმარა შეიკრიბა, რათა პატივი მიეგოთ 18 დემონსტრანტის ხსოვნისთვის. ისინი სახელმწიფო უშიშროების ძალებმა დახოცეს ერთი წლის წინ. დამსწრეებს შორის დაინახვდით შავ ცხენზე ამხედრებულ კაცს, შავი პიჯაკით, ფარფლებიანი შავი ქუდითა და შავ-ოქროსფერი ჩექმებით. მისი ჩაცმულობა ეხმიანებოდა პერუს ისტორიაში ყველაზე სახელგანთქმულ რევოლუციურ ფიგურას: ბელად ტუპაკ ამარუ II-ს, რომელიც ესპანეთის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებას გაუძღვა და დაუმორჩილებლობის სიმბოლოდ იქცა ანდებში. ამ კაცს Cay Sur-ის („ეს სამხრეთი“) – სახელით იცნობენ. „kay“ კეჩუური სიტყვაა, ხოლო „sur“ – ესპანური. აქ იგი იმიტომ მოვიდა, რომ სოლიდარობა გამოხატოს გარდაცვლილთა მიმართ, თუმცა ის „გარეპვასაც“ აპირებს.
ლიმა პერუში რენატა ფლორესმა სახელი გაითქვა მაიკლ ჯექსონისა და ალიშა კისის სიმღერების შესრულებით. დღეს იგი საკუთარ მუსიკას ასრულებს და ისეთ დიდ სცენებზე გამოდის, როგორიცაა პარკე-დე-ლა-ექსპოსისიონის ამფითეატრი.
კუსკო ედუარდო კუსუნოკი, იგიევე Untérmino, „Hanpiq Rimay-ის“ („ლაპარაკით მკურნალობა“) თანადამფუძნებელია. ეს ორგანიზაცია სოფლად თუ ქალაქში ჩატარებულ ჰიპ-ჰოპის სემინარებზე ბავშვებს მოუთხრობს კეჩუას კულტურაზე, იდენტობასა და ენაზე.
კუსკო ამ ქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო რეპერი Sara Kutay უკვე 15 წელია სცენაზე გამოდის. უკანასკნელ ხანს იგი სასულიერო მოტივებზე გადაერთო, რომლებიც ანდურ მუსიკაშია ჩაქსოვილი.

ცხენზე ამხედრებული Cay Sur-ი ასრულებს სიმღერას, სახელად, „Próceres“ („გმირები“); ჰიპ-ჰოპის „ბიტი“ ხალხში ვიბრირებს. მას YouTube-ვიდეოებითაც ცნობენ. „Manan wanuchispachu llaqtayta atipanki“, – ხმამაღლა შესძახებს კეჩუას ენაზე: „მკვლელობებით შენ ვერ დაამარცხებ ჩემს ხალხს“.
20 წლის Cay Sur-ი, რომლის ნამდვილი სახელია იერსონ რანდი უანკო კანასა, ახალგაზრდა მუსიკოსთა იმ მზარდ თაობას განეკუთვნება, რომელიც ჰიპ-ჰოპით გამოხატავს მკვიდრი ხალხის ხმას. Cay Sur-ი შთაგონებას იღებს არაერთი კულტურიდან თუ ტრადიციიდან – ესპანური და კეჩუური, გლობალური და ადგილობრივი, ძველი და თანამედროვე. თანამოაზრე ხელოვანებთან ერთად, იგი ქმნის რაღაც სრულიად ახალს – საუნდტრეკს ინდიელი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ენერგიულად ცდილობენ ანდური ფესვებისა და ენის დაბრუნებას.

ჟოჰან ბარიენტოს უალპა, იგივე „რუმი მაკი“, ჰიპ-ჰოპთან ერთად, ანდურ ფლეიტაზეც უკრავს რიტუალებსა და სამკურნალო ცერემონიებზე.
კეჩუას ასე საჯაროდ გაჟღერება ერთ დროს წარმოუდგენელი იყო პერუში. ამ ენაზე დაახლოებით 8-10 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს ანდების ქვეყნებსა და მის მიღმა; ამასთან, პერუს მოსახლეობის 26% თავს თვლის ინდიელთა წარმომადგენლად, თუმცა კეჩუაზე მოლაპარაკე უამრავ ადამიანს რცხვენოდა ჩვენი ენისა და ტრადიციების, რასაც რასიზმი კვებავდა. პერუში გაბატონებული კულტურა ინკების ცივილიზაციას რომანტიკული სახით წარმოაჩენს, ამავე დროს კი მათ ცოცხალ შთამომავლებს ჩამორჩენილებს უწოდებს – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კეჩუები თავიანთ პოლიტიკურ უფლებებს მოითხოვენ. XX საუკუნის შუა პერიოდიდან მოყოლებული, უამრავი კეჩუა, რომლებიც ქალაქებში გადასახლდნენ, საკუთარ თავს თვლის არა ინდიელად, არამედ მეტისად, იგივე შერეული რასის წარმომადგენლად. ხშირ შემთხვევაში ისინი არც კეჩუას ენას ასწავლიან შვილებს. 1980-2000 წლების პერიოდში მაოისტურ „ნათელ გზასა“ და პერუს ხელისუფლებას შორის კონფლიქტს 70 000-მდე ადამიანი შეეწირა და ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია სახლის დატოვება. მათ უმრავლესობას შეადგენდა კეჩუას ენაზე მოლაპარაკე სოფლის ღარიბი მოსახლეობა, რომელთაც ორივე ზემოაღნიშნული ძალა ავიწროებდა.
დღეს ანდელი ახალგაზრდები იბრუნებენ თავიანთ მემკვიდრეობას და ახლებურად იაზრებენ, თუ რას ნიშნავს იყო თანამედროვე და, ამავდროულად, მკვიდრ ღირებულებათა მატარებელი. ჰიპ-ჰოპი, თავისი ზეპირი ტრადიციით, სათემო სულისკვეთებით, დაუმორჩილებლობის კულტურით, ბუნებრივი მექანიზმია კეჩუას ენისა და ანდური კულტურის გასაცოცხლებლად.

გასულ წელს მოკლულ დემონსტრანტთა ხსოვნის პატივსაცემად Cay Sur-მა რეპი შეასრულა. იგი განასახიერებს ისტორიულ ბელადს, ტუპაკ ამარუ II-ს.

რენატა ფლორესი, კეჩუური რეპის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი, ამბობს, რომ „ალბათ, ჩვენი წინაპრებიც რეპის მსგავსი ფორმებით გამოხატავდნენ თავიანთ გრძნობებს“. მას განსაკუთრებით ეფიქრება „harawi“-ზე, კოლუმბამდელი პერიოდის მუსიკალურ პოეზიაზე, რომელსაც ინსტრუმენტის გარეშე ასრულებდნენ მაღალი ცხვირისმიერი ბგერებით და ის გამოხატავდა ანდების ხალხის შინაგან მდგომარეობას. რენატა 23 წლის მუსიკოსია, მრგვალი სათვალითა და ფართო ჯინსებით. ის ჰიპ-ჰოპსა და ელექტრონულ ეფექტებს აერთიანებს ანდურ ინსტრუმენტებთან და როგორც მეუბნება, მისი მუსიკა იმავე მიზანს ემსახურება, რასაც „harawi“ – ჩვენი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების ასახვა.
ეს ახალი მიმდინარეობა ანდურ სასულიერო რიტუალებსაც მოიცავს. სიმღერით „Fiestapaq“ („წვეულებისთვის“) 24 წლის ლუის ლოაისა რამოსი, იგივე WariWillka („ვარის შვილიშვილი“), მთის ღვთაება აპუს სთხოვს ნებართვას, დაიწყოს „ჩაკუს“ რიტუალი, რომლის დროსაც ველურ ვიკუნიებს თავს უყრიან და მატყლს პარსავენ. „Apukunawan parlamuni/Kokachayta akuykuspa“, – მღერის იგი. „მე ველაპარაკები აპუს/ვღეჭავ კოკას ფოთოლს“.
ზოგიერთი რეპერი იმასაც ცდილობს, რომ ჟანრი, სადაც კაცები დომინირებენ, ყველასთვის გაიხსნას – ეს გამოწვევაა როგორც კეჩუას, ისე ჰიპ-ჰოპის კულტურაში. ქალაქ აიაკუჩოში გამართულ ჰიპ-ჰოპის 50-ე წლისთავზე რენატა ფლორესმა სიმღერები შეასრულა 2021 წლის ალბომიდან, სახელწოდებით „Isqun“, რომელიც ქალს ცენტრალურ ადგილს ანიჭებს პერუს ისტორიაში. 27 წლის სელინდა ენრიკესმა კი კუსკოში გამართულ პატარა კონცერტზე, რომლის სახელწოდებაც ინკების ღვთაებას უკავშირდებოდა, თავისი სიმღერა „Marimachata“ შეასრულა. კეჩუური რეპი აერთიანებს ენასა და კულტურას, წარსულსა და აწმყოს.
ხულიაკაში გამოსვლის შემდეგ Cay Sur-მა იტირა. „ეს სისხლისღვრა არასდროს არავის დაავიწყდება!“ როდესაც ცხენიდან ჩამოვიდა, ხალხი ეხუტებოდა და ხელს ართმევდა. მისი მუსიკა ტრადიციული ენითა და თანამედროვე რიტმით მსმენელის გულს წვდებოდა. ეს არც არის გასაკვირი. ჰიპ-ჰოპი, ამბობს იგი, „კეჩუურად აზროვნება და ცხოვრებაა“.
უანტა, აიაკუჩო რეპერი რენატა ფლორესი (მწვანე ქვედატანით) დედასა და ბებიებთან ერთად ოკოჩაკას ჩანჩქერთან. კეჩუას ენაზე ლაპარაკი ბებიებმა ასწავლეს და დღეს ფლორესი ცდილობს, რომ ეს ენა ჰიპ-ჰოპის მუსიკით გაავრცელოს.
მალა, ლიმა კრისტიან ესპინოსა სანჩესი დაიბადა უანუკოს მაღალმთიან რეგიონში და გასული რამდენიმე წელი მიუძღვნა კეჩუას ენაზე ჰიპ- ჰოპის შესრულებას. იგი რეპს იყენებს, რათა მკვიდრი ენა ბავშვებს შეასწავლოს.
ბრონქსი, ნიუ-იორკი ბობი სანჩესი (ცენტრში) გადაღებულია მშობლებთან ერთად. ის პერუელ-ამერიკელი ტრანსგენდერია, „ორი სულის მქონე“ პოეტი და რეპერი, რომელიც თავისი დაწერილი სიმღერებით უკავშირდება ანდურ ფესვებს.
ვილკასუამანი, აიაკუჩო უსნუს პირამიდასთან, სადაც ინკები ცერემონიებს ატარებდნენ, ფლორესი ვიდეოს იღებს თავისი სიმღერისთვის „Nina de la Luna“ („მთვარის გოგონა“). მთავარი პერსონაჟია შიკრიკი, რომელსაც ბატონის ვაჟი შეუყვარდება.

ამ სტატიის ფინანსური მხარდამჭერია არაკომერციული ორგანიზაცია National Geographic Society, რომლის მიზანია დედამიწის რესურსების დაცვა.